დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
დღესმ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და კურსდამთავრებულები სკოლის დახურვასა და შესაძლო დემონტაჟს გააპროტესტებენ. ამ მიზნით ისინი 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გეგმავენ.
მათი თქმით, სკოლა 18 სექტემბრიდან საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაიხურა, რომელიც შენობის სრულ დემონტაჟს რეკომენდაციას უწევს. სასკოლო საზოგადოება დასკვნას არ ენდობა და ითხოვს დამოუკიდებელ, ახალ ექსპერტიზას, შენობის რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვას და მანამდე მოსწავლეებისთვის შესაბამისი ალტერნატიული სივრცის გამოყოფას.
"21-ე საჯარო სკოლის (მე-6 გიმნაზიის) გადასარჩენად ვიკრიბებით ყველა, მოქმედი და ყოფილი მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სკოლის გულშემატკივრები და უბრალოდ ადამიანები, ვისთვისაც ეს სკოლა მხოლოდ შენობა არ არის. დღევანდელი 21-ე საჯარო სკოლა ბატონი გურამ რამიშვილის იდეის განხორციელების შედეგია, რომელიც 1982 წლიდან მიზნად ისახავდა თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას.
დაფუძნების დღიდან 21-ე საჯარო სკოლა (მე-6 გიმნაზია) მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში ისწავლონ გერმანული ენა და მიიღონ ევროპული განათლება. ეს არის ერთ-ერთი პირველი სკოლა საქართველოში, რომელშიც დაინერგა და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს ინკლუზიური განათლების პროგრამა.
2026/2027 სასწავლო წლის დაწყებისას, 17 სექტემბერს სკოლამ მიიღო ინფორმაცია 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. შეჩერების მიზეზი გახდა სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად რეკომენდებულია შენობის სრული დემონტაჟი.
ჩვენ, სასკოლო საზოგადოება, სრულ უნდობლობას ვუცხადებთ დასკვნას, რომლის მიმართაც მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა გაგვაჩნია და განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან ვითხოვთ შემდეგს:
ბავშვებისთვის ალტერნატიული სივრცის გამოყოფა, უმოკლეს ვადაში, რომელიც უზრუნველყოფს 2026/2027 წლის სასწავლო გეგმის, გერმანული ენის პროგრამის და ინკლუზიური სწავლების ხარისხიანად განხორციელებას;
არსებული ექსპერტიზის დასკვნის განხილვა-შეფასება დარგის სპეციალისტების ჩართულობით და ახალი კომპლექსური საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
საჭიროების შემთხვევაში შენობის რეაბილიტაცია, დემონტაჟის ნაცვლად;
გელოდებით სკოლის ყველა გულშემატკივარს, სამშაბათს, 22 სექტემბერს, 17:00 საათზე, პეტრიაშვილის 7 ნომერში", — წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისის N21-ე, ყოფილი მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა 17 სექტემბერს მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სკოლის შენობა ავარიულია, სწავლა უნდა შეწყდეს და შენობა დაინგრეს.
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
კომენტარები