21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მსგავსად, მისაქციელის 1-ელი საჯარო სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებმა სწავლის დაწყებიდან ორ დღეში გაიგეს, რომ სკოლა სარეაბილიტაციოა და სასწავლო პროცესი ერთი კვირით უნდა შეჩერდეს.
მშობლებისთვის გაურკვეველია, რა ფორმატით უნდა გააგრძელონ მოსწავლეებმა სწავლა. განათლების სამინისტრო მისაქციელის მცხოვრებლებს მოსწავლეების მესამე ცვლაში, სოფელ წილკნის საჯარო სკოლაში გადაყვანას სთავაზობს.
სკოლის დირექტორი ნინო ჩეკურიშვილი ამბობს, რომ სკოლა სამინისტროსა და რესურსცენტრთან თანამშრომლობს და ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება. მშობლების მოთხოვნაა, თუ შენობის მდგომარეობა სწავლის გაგრძელების საშუალებას იძლევა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულამდე გადაიდოს, თუმცა მთავარი პრიორიტეტი ბავშვების უსაფრთხოებაა.
"17-ში მყისიერად მოხდა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესის შეწყვეტა ბევრ სკოლაში, მათ შორის მისაქციელის საჯარო სკოლაშიც.
ერთი კვირა, ამ ეტაპზე, სწავლა შეჩერებულია ჩვენს სკოლაში. გვაქვს თანამშრომლობითი ურთიერთობა რესურსცენტრთან, სამინისტროსთან. ვაწვდით მშობლების — ინტერესებიდან გამომდინარე შეხედულებებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რა და როგორ შეიძლება, რომ ერთობლივად გადაწყვეტილება მივიღოთ.
გვპირდებიან, რომ ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს დღეებში მოვა. მშობლების მთავარი მოთხოვნა იყო — თუ ექსპერტიზის დასკვნა არ არის ისეთი დაზიანების, რომ სასწავლო პროცესის გაგრძელება შეგვიძლია, დაგვრთონ ნება, რომ ზაფხულამდე გადაგვივადდეს ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, რომ გავიგოთ რა ხდება, რომ ბავშვების ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე, რა თქმა უნდა", — აცხადებს სკოლის დირექტორი ნინო ჩეკურიშვილი.
სკოლასთან შეკრებილი მშობლების ნაწილი სამინისტროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა, ნაწილი კი სკოლის რეაბილიტაცია ეწინააღმდეგება. ერთ-ერთი მშობელი იხსენებს, რომ წლების წინ მისაქციელის საბავშვო ბაღიც რეაბილიტაციის მიზნით დახურეს, თუმცა დღემდე არ გაუხსნიათ.
"ზუსტად ასე დაიხურა სოფელ მისაქციელში საბავშვო ბაღიც და დღემდე არ გაუხსნიათ. ამხელა მოსახლეობაა, ამხელა სოფელია და ხალხი პასუხებს ელოდება.
ბაღი დაკეტეს, ფული "შეეჭამათ" — გასაგებია, მაგრამ სოფელს პასუხი სჭირდება. ბაღიც და სკოლის შენობაც გვჭირდება. საუკუნის შენობაა, მაგრამ კონკრეტული პასუხები უნდა იყოს — დღეს აშენდება თუ ხვალ," — ამბობს მშობელი თამარ ხვედიაშვილი.
კიდევ ერთი მშობლის შორენა შარაბიძის თქმით, ხუთი სოფელია ბოიკოტის რეჟიმში და "უსაფუძვლო დასკვნას" არ დაემორჩილებიან.
"როგორც ხედავთ, შეკრებილები ვართ მთელი მოსახლეობა და ბავშვები სკოლის ეზოში, რომელიც არის ასწლოვანი ისტორიული სკოლა და ვაპროტესტებთ სკოლის დაკეტვის, დანგრევის საშიშროებას. ხუთი სოფელი ვართ ბოიკოტის რეჟიმში გადასული, არ დავემორჩილებით იმ დასკვნას, რომელიც არის უსაფუძვლო. რის საფუძველზეც აპირებენ სკოლის დანგრევას. შეგიძლიათ შებრძანდეთ სკოლაში და დაათვალიეროთ, თითოეული საკლასო ოთახი არის გაპრიალებული და მზად არის, რომ სასწავლო წელი სრულფასოვნად ჩატარდეს", — ამბობს შორენა შარაბიძე.
ადგილზე იმყოფებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე. მისი თქმით, "ხელში არ უჭირავთ არანაირი ექსპერტიზის დასკვნა", მისაქციელის სკოლაში სასწავლო პროცესი "სიტყვიერი დავალების საფუძველზე შეწყდა" და ამაზე პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროს და პირადად მინისტრს უნდა დაეკისროს.
"მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები ისეთივე გაურკვევლობაში არიან როგორც ბევრი სხვა სკოლის მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ნახეთ, სასწავლო წელი მთელს ქვეყანაში დაიწყო არაერთგვაროვნად. ზოგიერთ სკოლაში ზარ-ზეიმით დაწყებული სწავლა, ორ დღეში გამოცხადდა შეწყვეტილად და შეჩერებულად, გაურკვეველი ვადით, გაურკვეველი პერსპექტივით. ბუნდოვანი არის მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს რა ბედი ეწევათ და სად ისწავლიან ისინი. ამ ეტაპზე ამბობენ, რომ თითქოს ეს სკოლა არის ავარიული, მაგრამ ხელში არ უჭირავთ არანაირი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე ეწერებოდა მიზეზები, რის საფუძველზე არის ეს სკოლა გამოცხადებული საფრთხის შემცველად. შესაბამისად, მხოლოდ სიტყვიერი დავალების საფუძველზე არის შეწყვეტილი სწავლა და მე ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ასეთი უგულებელყოფა ბავშვების საუკეთესო ინტერესისა განათლების სამინისტროს და პირადად მინისტრის მხრიდან არის ძალიან საგულისხმო და შესაბამისად, მათ უნდა აგონ პასუხი", — აცხადებს თეონა ჭალიძე.
ერთი ხალხი ერთი საქართველოს წევრი ნინო ბურდული ამბობს, რომ მშობლები სამინისტროსგან სწავლის მოულოდნელად შეწყვეტის მიზეზის განმარტებას და ბავშვებისთვის ალტერნატიული სასწავლო სივრცის შეთავაზებას ითხოვენ. მისი თქმით, დაახლოებით 600 მოსწავლის წილკნის სკოლაში მესამე ცვლაში გადაყვანის იდეა მიუღებელია და ტექნიკურადაც შეუძლებელია, რადგან სკოლაში უკვე ორი ცვლაა.
"მშობლები ითხოვენ, რომ სამინისტრომ ელემენტარული პასუხი გასცეს, რა მიზეზით შეწყდა მოულოდნელად სასწავლო პროცესი. ამასთან, ბავშვებისთვის არანაირი ალტერნატივა არ შეუთავაზებიათ. ერთ-ერთი ალტერნატივა, რაც განიხილება, ამ მოსწავლეების (600-მდე ბავშვის) წილკანში, მესამე ცვლად გადაყვანაა, რაც წარმოუდგენლად მიაჩნიათ როგორც ბავშვებს, ისე მშობლებს. ამ სკოლაში უკვე არსებობს ორი ცვლა და აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ტექნიკურად შეუძლებელია, სკოლამ კიდევ მესამე ცვლის დამატებით ხუთი სოფლის ბავშვები მიიღოს,", — აცხადებს ნინო ბურდული.
შეგახსენებთ, 17 სექტემბერს, სწავლის დაწყებიდან 2 დღეში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეატყობინეს, რომ სკოლა მე-4 ხარისხის ავარიულია და უნდა დაინგრეს. მისაქციელის სკოლის მსგავსად, 21-ე სკოლაშიც სწავლა შეწყდა, რადგან სამინისტრომ ვერ შესთავაზა მშობლებს სწავლის გაგრძელების მისაღები ალტერნატიული გზები.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის 300 მოსწავლე, რომლებსაც 5 წელია ახალი შენობა ვერ აუშენეს, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ.
ადგილიდან ვიდეომასალა NEWS.On.ge-ს მიაწოდა თეონა ჭალიძემ.
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
კომენტარები