25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
ფოტო: საქართველოს ბანკი
დინამო არენასთან ქომაგებს ქუჩაში სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნები დახვდებათ
საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ფეხბურთის ფედერაციასთან და გულშემატკივრებთან ერთად, 25 სექტემბერს ჩვენი ფეხბურთელების მხარდასაჭერად ქალაქს ხმაურით აავსებს და ჩვენს სპორტსმენებს კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ "ქომაგობა არ ჩერდება".
25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, თბილისში, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა სპეციალური ზონები და ქუჩის ტრიბუნები მოეწყობა, სადაც ქართველი ქომაგები ჩვეული შემართებით, სიმღერითა და ხმაურით გააცილებენ ნაკრებს სტადიონზე.
გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებიდან ხმაურით შეაცილონ ნაკრების ავტობუსი სტადიონზე და ფეხბურთელებს საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყოველი გადაცემის, გატანილი გოლის თუ შესვენების დროს ნაკრებმა იგრძნოს, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას. ქომაგები ასევე შეიკრიბებიან ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც ასევე მოეწყობა საგულშემატკივრო ტრიბუნები.
"გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს მთელი თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რა ძალა აქვს ქართულ ქომაგობას", — აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.
მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდება, თუმცა წინ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩებია და თითოეულ ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, შევიკრიბოთ "დინამო არენასთან" მოწყობილ ტრიბუნებზე, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით და ჩვენს ნაკრებს მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო "ქომაგობა არ ჩერდება".
ინფორმაციისთვის, 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები "უეფას" ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ შედის, ქომაგობა ქუჩებში გაგრძელდება — თუ სტადიონი ჩუმადაა, იხმაურებს ქალაქი.
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
კომენტარები