დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2026 წლის შუა პერიოდამდე განათლების სამმართველოს მხრიდან 15 მილიონ რუბლზე მეტი (180 000 აშშ დოლარი) არამიზნობრივად იქნა გამოყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ავრცელებს.

აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ უწყება რეგულარულად აფორმებდა ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც დე ფაქტო აფხაზეთის კანონმდებლობით ინტერესთა კონფლიქტს იწვევდა. გამოძიებამ აღნიშნა ისიც, რომ სამმართველოს არ შეუქმნია აქტივების მიღებისა და განკარგვის კომისია, ხოლო საგადასახადო და საბიუჯეტო კანონმდებლობის სფეროში "ფინანსურმა დარღვევებმა" 180 000 დოლარს გადააჭარბა. მიუხედავა იმისა, რომ პროკურატურის თქმით, თანხის უდიდესი ნაწილი უკვე დაბრუნებულია, ამ თანხამ აფხაზურ სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია.

აუდიტის შემდეგ, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციას დარღვევების აღმოფხვრის წინადადება წარედგინა. აქედან 12 მილიონი რუბლი (150 000 აშშ დოლარი) სამმართველომ უკვე აინაზღაურა. დანარჩენი თანხის ამოღების პროცესი გრძელდება. ტელეგრამის არხ"აფსნი იახას" (Apsny Iakha’) ცნობით, განათლების სამმართველო თანხის ეტაპობრივი დაბრუნების გეგმას ამუშავებს.