რომში, კოლიზეუმი მას შემდეგ დაიხურა, რაც გუშინ, 22 სექტემბერს, ღამით მუშა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

22 წლის ანდრეა მორეტი ახალი განათების სისტემის მონტაჟზე მუშაობისას სიმაღლიდან გადმოვარდა.

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონი იმედოვნებს, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზები რაც შეიძლება სწრაფად გაირკვევა.

"ღრმად შოკირებულნი და დამწუხრებულნი ვართ ანდრეა მორეტის ტრაგიკული დაღუპვის ამბით. ის იყო გამოცდილი მუშა, რომელიც გუშინ ღამით, კოლიზეუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპა. ადამიანის 22 წლის ასაკში სიკვდილი მიუღებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს სამუშაო ადგილზე ხდება", — განაცხადა მან.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, დაიხურება "მეორე იარუსის ის სექცია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა". ოფიციალური პირები ინციდენტის დეტალებისა და გარემოებების დადგენაზე მუშაობენ.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ყველა ვიზიტორი ტერიტორიას დატოვებს, კოლიზეუმი საზოგადოებისთვის მთელი დღით სრულად დაიკეტება. ის ნაწილი კი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, დღეს დილიდანვე იყო დაკეტილი.