ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩინური ენის შესწავლით. თუმცა, ბევრად დიდი ხანია, "ჩინური" ქართულ ენაში სხვა მნიშვნელობითაც გამოიყენება; განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ეს ნიშნავს "გაუგებარ, თავსატეხ რამეს". ამდენად, როცა რაღაც ვერ გესმის, შეგიძლია თქვა, რომ ეს შენთვის "ჩინურია".

თუმცა, იცოდი, რომ ამ ფრაზის შესატყვისი კიდევ არაერთ ენაში მოიძებნება? ზოგან იდენტურია, მაგრამ სხვა ენებში "ჩინურს" ხან "არაბული" ანაცვლებს, ხანაც — "ბერძნული". მოკლედ, ქვემოთ მოგიყვებით, როგორ იტყოდი ამ გავრცელებულ ფრაზას სხვადასხვა ენაზე.

1. გერმანული

"ჩემთვის ესპანურს ჰგავს".

2. იტალიური

"ჩემთვის არაბულია".

3. (მაროკოული) არაბული

"ჩემთვის მოჩვენებების ენაა".

4. (ეგვიპტური) არაბული

"ეს რა, იეროგლიფებია?"

5. თურქული

"ჩემთვის ფრანგულია".

6. ფინური / ისლანდიური

"ჩემთვის ებრაულია".

7. ინგლისური / შვედური / პორტუგალიური / ბულგარული

"ჩემთვის ბერძნულია".

8. ბერძნული / ფრანგული / პოლონური / ფრანგული

"ჩემთვის ჩინურია".

9. დანიური

"ჩემთვის რუსულია".

10. ტაილანდური

"ჩემთვის უცხოპლანეტელების ენაა".

11. პენჯაბური

"სპარსულს ვლაპარაკობ?"

12. იდიში

"ჩემთვის არამეულია".

13. ხორვატიული

"გეგონება, უნგრულს ლაპარაკობ".

14. ჩინური

"ჩემთვის მარსულია".