რას ამბობს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ენმ-ის კრიტიკის პასუხად
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ ჭეჟია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა კანონს არღვევს და საკრებულოს მუშაობას მიზანმიმართულად აფერხებს. მისი შეფასებით, ენმ-ის წევრების მიერ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეთა შეყვანა დესტრუქციული ქმედებაა.
ბიუჯეტის დაჩქარებულად დამტკიცებაზე ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, ის ამტკიცებს, რომ თავის ვალდებულებას ასრულებენ და "არაფერი განსაკუთრებული არ ხდება".
"მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, მომდევნო წლის ბიუჯეტი განსახილველად შეიტანოს საკრებულოში, რაც შეასრულა კიდეც მერიამ. ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ამ ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებსა და ფრაქციებში და შენიშვნებით უკან არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. არაფერი განსაკუთრებული დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ხდება", — აცხადებს ის.
ჭეჟია ამბობს, მისთვის ნაციონალური მოძრაობის პროტესტი გაუგებარია, მაშინ, როდესაც ბიუჯეტის განხილვა კანონიერ ვადებში მიმდინარეობს და ამაში როგორც ოპოზიციის, ასევე, მმართველი პარტიის დეპუტატები აქტიურად იყვნენ ჩართული.
"გაოცებული ვარ მათი ქმედებით, ოპოზიციის დეპუტატები თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად, აქტიურად იყვნენ ჩართული კომისიურ განხილვებში", — ამბობს ჭეჟია.
დღეს, 17 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო. საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად გადაინაცვლეს, მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანი წითლაძემ განაცხადა, რომ ძველი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებულად განხილვას ცდილობს. წითლიძე განმარტავს, რომ 2022 წლის ბიუჯეტზე საკრებულოს ის წევრები მსჯელობენ, რომლებიც საერთოდ არ არიან ახალი მოწვევაში. მისი თქმით, გაუგებარია რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ბიუჯეტის მიღებაზე ან შესრულებაზე იმ ადამინებმა, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები