ილიაუნიში განახლებული იაპონური ცენტრი გაიხსნა
22 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის მთავრობის გრასრუტის საგრანტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აღჭურვილი და განახლებული იაპონური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა.
განახლებული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნეს.
"გრძელდება ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა იაპონიის საელჩოსთან საქართველოში, ამჯერად იაპონიის საელჩომ, იაპონიის ფონდის გავლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონურ ცენტრს გადასცა ტექნიკა და სპეციალური ლიტერატურა იაპონიის შესახებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენა, იაპონური ისტორია, კულტურა ინტენსიურად ისწავლება და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცენტრი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იაპონიის კულტურის პოპულარიზაციასა და იაპონიისა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაში", — განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონურ ცენტრს, იაპონიის მთავრობის გრასრუტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გადაეცა ტექნიკა და თანამედროვე სასწავლო ლიტერატურა "ნიპპონ ძაიდანისგან", ასევე, ცენტრი სრულად აღიჭურვა ავეჯით.
"ილიას უნივერსიტეტთან, განსაკუთრებით მის იაპონურ ცენტრთან, დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. უნივერსიტეტმა გვთხოვა ცენტრი განგვეახლებინა და აღგვეჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამ განახლებული და მოდერნიზებული იაპონური ცენტრის საშუალებით ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ვიმედოვნებ, რომ ის გახდება იაპონური ენის შესწავლის ერთგვარი ცენტრი არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ თბილისისა და მთელი საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ იაპონურმა ფონდმა ნიპპონმა (Nippon) გადაწყვიტა ცენტრისთვის გადმოეცა 100-ზე მეტი ინგლისურენოვანი წიგნი იაპონიის პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მენეჯმენტზე, ისტორიასა და კულტურაზე. იაპონური ენით დაინტერესებულებს გაუადვილდებათ იაპონიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ინგლისური ენის დახმარებით. ცენტრი დაინტერესებული პირებისთვის იაპონისტიკის ღრმად შესწავლის კარგი დასაწყისი და საშუალება იქნება", — განაცხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქარველოში, იმამურა აკირამ.
"დღეს იაპონიის ელჩთან ერთდ გავხსენით იაპონური ცენტრი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს აკადემიურ სივრცეში. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იაპონიის ელჩს იმ დიდი წვლილისთვის, რაც იაპონიას შეაქვს ჩვენი განათლების და მეცნიერების სისტემის განვითარების საქმეში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს დიალოგი და გვაქვს კონკრეტული გეგმები იმისთვის, რომ ქართველოლოგიის ცენტრები გაიხსნას იაპონიაში და რასაკვირველია ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში", — განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
ცენტრის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონური ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლებისა და პოპულარიზაციის ხანგრძლივი ისტორია აქვს.
ჯერ კიდევ 2001 წელს საქართველოში იაპონურის შესწავლის პირველი კერა გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი იყო. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუციას წარმოადგენს.
2017 წელს რექტორის გადაწყვეტილებით, იაპონურის ცენტრი საუნივერსიტეტო ბაზაზე დაფუძნდა და ყოველწლიურად განსხვავებული პროფესიის ასეულობით სტუდენტს აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს როგორც იაპონური ენა, ასევე იაპონოლოგიასთან დაკავშირებული არაერთი სხვა საგანი (ისტორია, კულტურა და სხვ.).
2020 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას (იაპონიის მთავრობის გრასრუტის საგრანტო მხარდაჭერის პროგრამა), რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული იაპონური ცენტრის აღჭურვა ავეჯით, თანამედროვე ტექნიკითა და სასწავლო ლიტერატურით.
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას სახლიდანასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში 45 000 დოლარს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას სახლიდანასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში 45 000 დოლარს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
კომენტარები