მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიმართოს ქმედით ზომებს გახელაძის გასათავისუფლებლად — არასამთავრობოები
ფოტო: Facebook/ზაზა გახელაძე
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააძლიეროს მისი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად და შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება შვიდმა ორგანიზაციამ ერთობლივად გაავრცელა, კერძოდ:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
- უფლებები საქართველო;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- ასოციაცია თანხმობა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძის ხანგრძლივი პატიმრობისა და არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, მისი გათავისუფლების ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო. ეს კი, მათივე შეფასებით, "საგანგაშო გამოცდილებას ქმნის".
განცხადების ავტორი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებები არ არის საკმარისი, რადგან ამ ქმედებებს შედეგი არ მოჰყოლია — პატიმრის გათავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.
"აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში და ორმხრივი მოლაპარაკებების პირობებში ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი. მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ზაზა გახელაძის ოჯახის ინტერესების დასაცავად ხელისუფლებას არ მიუმართავს არც საერთაშორისო სასამართლო მექანიზმებისთვის (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის)", — ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოების მოწოდება ხელისუფლებას
ფოტო: საზოგადოებრივი ორგანიზაციები
გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია იმ პრობლემაზეც, რომ ხელისუფლება ვერ ატარებს სათანადო პოლიტიკას.
"კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის. მათ შორის, კონფლიქტების მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ამ დრომდე არ გვაქვს კონფლიქტის რეგიონებში მოქმედი საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის, რეაგირებისა და პრევენციის ქმედითი ინსტრუმენტები იქნება. ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკაში სათანადოდ არ არის დანახული დე-ფაქტო მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რაც ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დაცვის საკითხებზე რეგულარული დიალოგისა და მუშაობის ფორმატი იქნებოდა".
შესაბამისად, განცხადების ავტორი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:
- გააძლიეროს დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ზაზა გახელაძის დროული გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;
- შექმნას ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები ზაზა გახელაძის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის გარანტირების და დროული გათავისუფლების მიზნით;
- შეიმუშავოს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკებს და უკვე დაგროვებულ გამოცდილებას დაეფუძნება.
11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე ოუპანტებმა გაიტაცეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს.
გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
კომენტარები