პარლამენტში საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს — საია
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის შექმნის გზაზე მნიშვნელოვანია შესაბამისმა ინსტიტუტებმა ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის გზით უზრუნველყონ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის გამჭვირვალობა.
რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, საია-ს განცხადებით, ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის გზით შესაბამისმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ:
- საბჭოს წევრთა არჩევის არსებული მაჟორიტარული სისტემის ჩანაცვლება. საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისას გენდერული, რეგიონული და ინსტანციური კვოტების (ეს უკანასკნელი კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუმცა დაზუსტებას საჭიროებს) დაწესება;
- საბჭოში თავმჯდომარეების კვოტის გაუქმება. წევრმა, რომელიც, იმავდროულად, მოსამართლის გარდა, სხვა თანამდებობას იკავებს, არჩევისთანავე უნდა დატოვოს იგი. საბჭოში არამოსამართლე წევრების დანიშვნა ორმხრივი (ხელისუფლების და ოპოზიციის) მხარდაჭერით. გენდერული კვოტების დაწესება;
- პარლამენტში არამოსამართლე წევრების არჩევის წესის გამჭვირვალობა;
- პირველ და მეორე ინსტანციებში კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის გასაუბრებიდან კენჭისყრის ეტაპზე გადასვლაზე უარის გასაჩივრების შესაძლებლობა;
- გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის პროცედურის გადახედვა (საბჭოს სხდომაზე უნდა გავიდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების პროექტი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. თუ წინადადება ვერ მოაგროვებს 6 ხმას, მოსამართლე გასაუბრებაზე უნდა დაიშვას);
- მოსამართლეობის კანდიდატებთან (პირველ და მეორე ინსტანციებში) გასაუბრების ჩატარება ღია სხდომაზე;
- პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ით; ისეთი პროცედურის/კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანისას ნათლად წარმოაჩენს კონკრეტული კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლიანობას;
- უზენაეს სასამართლოში უნდა ნომინირდეს ის კანდიდატი, რომელიც ცალ-ცალკე მოიპოვებს საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ხმათა 2/3-ს;
- სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შიდაორგანიზაციული თავისუფლების მიზნით, მისთვის თავისი წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის უფლების მინიჭება;
- თავმჯდომარეების არჩევითობა (პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში);
- კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეების (მათი მოვალეობის შემსრულებლების), თავმჯდომარის მოადგილის ადმინისტრაციული პოზიციების გაუქმება;
- უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცედურის სრულყოფა. საჭირო ხმების ოდენობა პირველი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ არ უნდა შემცირდეს და, თუ 2/3 ვერ გროვდება, საბჭომ ხელახლა უნდა დაიწყოს პროცედურები;
- ინსპექტორის დანიშვნისთვის საჭირო ხმების ოდენობად 2/3-ის განსაზღვრა;
- დისციპლინური დევნის დაწყებაზე უარის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთება;
- დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღება.
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
კომენტარები