თიბისის სათავო ოფისის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა
ფოტო: თიბისი
თიბისის სათავო ოფისის — თბილისის ბიზნეს ცენტრის მშენებლობის პირველი ფაზა დაგეგმილ ვადებში წარმატებით დასრულდა. თბილისის ბიზნესი ცენტრი ლისის ტბასთან მშენებარე კომპლექსია, რომელიც, აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებს, ენერგოეფექტურ, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ეკოლოგიურ გარემოს.
თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის. კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის. შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა გამწვანებული გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ, იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ. შესაძლებელი იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები და ა.შ.
„თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც მიმზიდველ სამუშაო გარემოს ქმნის როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის. თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. სწორედ ამ მისიის განხორციელებას ემსახურება თბილისის ბიზნეს ცენტრის მშენებლობა. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, თანამშრომლებისათვის შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციას, მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვისაც შევქმნათ თანამედროვე, ინოვაციური სივრცე, სადაც მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმით“, — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შექმნა ჰოლანდიურმა არქიტექტორულმა სტუდიო UNStudio-მ.
მშენებლობის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, თბილისს ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებული ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთულად რეალიზებადი და გამორჩეული კონსტრუქციის შენობა შეემატა. ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტები, სპეციფიკური გეომეტრიული ფორმის არქიტექტურული ელემენტები, ჯამურად 70 000 მ2 სამშენებლო მოცულობა დომუს ქონსთრაქშენმა შეასრულა, რომელიც დეველოპერული კომპანია დომუსის შვილობილია. მშენებლობის მეორე ფაზაზე დაგეგმილია ფასადის სამუშაოები, რომელსაც შეასრულებს დომუს ალუმინიუმი კომპანია არქთრეიდთან კოლაბორაციით.
პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2 100 ადამიანზე. ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
კომენტარები