უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს — ბექაური
ფოტო: კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი, კახა ბექაური აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს უხამსობის ტირაჟირების მიზეზით.
"მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს", — განაცხადა ბექაურმა.
ეს განცხადება მან კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე, მთავარ არხზე გასული სიუჟეტის განხილვისას გააკეთა. საქმე ეხება კადრს, სადაც ჩანს, რომ ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, პარლამენტში ყოფნისას, სავარაუდოდ, სასქესო ორგანოს იფხანს. კომისია ამ კადრს "არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებას" უწოდებს.
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არგუმენტად ბექაური ასახელებს სიტუაციას, როცა შეიძლება ადამიანმა საჯაროდ აზრის გამოთქმისგან თავი შეიკავოს შესაძლო შეურაცხყოფის შიშით. თუმცა, დასძენს, რომ საუბარია ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და არა პოლიტიკოსებზე, რომელთაც თმენის ვალდებულება აქვთ.
"ადამიანებს, როდესაც განსხვავებული მოსაზრებების გამო შეურაცხყოფას აყენებენ დიდი აუდიტორიის წინაშე, ამით მკვიდრდება მანკიერი პრაქტიკა, ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოთქმის სურვილი ჰქონდეს და ის ამას მოერიდოს, იმის გამო, რომ შესაძლოა მას შეურაცხყოფა მიაყენონ, რითიც მისი უფლებები შეიძლება შეილახოს. მე ვსაუბრობ ჩვეულებრივ მოქალაქეზე და არა პოლიტიკოსებზე და საჯარო მოხელეებზე რომლებსაც თმენის ვალდებულება აქვთ და ამ თვალსაზრისით მაღალი სტანდარტი არსებობს და ასეც უნდა იყოს", — განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლების აქტიური მონიტორინგი იმიტომ დაიწყო, რომ "უხამსობის რაოდენობა მკვეთრადაა გაზრდილი". ბექაური მოუწოდებს მაუწყებლებს, ასეთი შინაარსის შემცველი გადაცემების გავრცელებას მოერიდონ.
დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ განიხილა მთავარი არხისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი იმ სიუჟეტის გამო, რომლის ერთ ნაწილში, კადრი მიახლოებულია ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გენიტალიებზე. მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ სამართლებრივად, კომუნიკაციების კომისიას არ აქვს უფლება ამ კონკრეტული მუხლების დარღვევა განიხილოს. იგი ფიქრობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ამ საკითხს განხილვა, არის მთავარი არხის კონტროლისა და მისთვის პრობლემების შექმნის მცდელობაა.
გადაწყვეტილებას იმის შესახებ, იყო თუ არა აღნიშნული შემთხვევა უხამსობის ტირაჟირება, კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები