ხშირად, ადამიანებს წაკითხულიდან ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ — წილოსანი ბუკნარის განცხადებას განმარტავს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ბუკნარში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, სადაც მან ქართველები და მუსლიმები ორ სხვადასხვა ჯგუფად მოიხსენია. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მუსლიმი მოქალაქეები საქართველოს შვილები არიან და ქრისტიან და მუსლიმ შვილებს გასაყოფი არაფერი აქვთ.
"სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამოგლეჯილად რაღაც სიტყვას ჩაეჭიდებიან და მერე მთლიან კონტექტს კარგავენ. ეს საბჭოთა განათლების სისტემამ დაგვიტოვა და ვშიშობ, ახლაც განსაკუთრებთ მაღალ საფეხურზე არ უნდა ვიყოთ ამ კუთხით. მთელი ჩემი გურიაში ჩასვლის, ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მაცხოვრებლების უთანხმოების განმუხტვის მცდელობა და ყველა ჩემი კომენტარი იმ განწყობას იზიარებდა, რომ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები საქართველოს, ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და რომ საქართველოს ქრისტიან და მუსლიმ შვილებს გასაყოფი არაფერი აქვთ!!", — წერს წილოსანი Facebook-ზე.
მისივე თქმით, "სეირის მაძიებელი მედიის" მხრიდან "რაღაც მექანიკური შეცდომით გაჯერდა სივრცე".
"ან დამირეკეთ და მკითხეთ, სწორად გაიგეთ თუ არა, ან დაინტერესდით, ვგულისხმობდი თუ არა, რასაც დაატარებთ წინ და უკან... ერთი ორი გამონაკლისი ჟურნალისტის გარდა, ეს სტანდარტი სხვებისთვის ალბათ არაამქვეყნიურია...", — წერს წილოსანი.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე — ქრისტიანი, მუსლიმი თუ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი, "არის ჩვენი ქვეყნის შვილი" და სახელმწიფოს მხრიდან ექნება თანასწორი მხარდაჭერა, ისევე, როგორც დაფასება.
დეპუტატი პოსტის ბოლოს სვამს კითხვას:
"მართლა შინაარსი ვერ გაიგეს თუ განზრახ მავნებლობას ქონდა ადგილი (?)".
პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი 15 იანვარს სოფელ ბუკნარში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი დაიწყო. ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ადგილობრივები "ქართველებად" და "მუსლიმებად" მოიხსენია.
"არც ამ სოფელში, არც გურიის რომელიმე სოფელში თუ მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი. ჩვენი ისტორიული და კულტურული მონაპოვარია ის, რომ სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ერთად თანაცხოვრობთ", — აღნიშნა წილოსანმა.
განმარტებისთვის On.ge დეპუტატს დაუკავშირდა. ადგილობრივების სხვადასხვა ჯგუფად წარმოჩენა მან მექანიკური შეცდომით ახსნა.
"ცხადია, ეს მექანიკური შეცდომაა და დასანანია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება კვლავ შუღლის გაღვივების კონტექსტში იყენებს", — განმარტა დეპუტატმა.
რამდენიმედღიანი კონფლიქტის შემდეგ მუსლიმმა და ქრისტიანმა თემმა შეხვედრა გამართა. მოსახლეობა შეთანხმდა, რომ კონფლიქტის ამოწურვაზე იზრუნებდნენ.
მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი 12 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. დაშავებულები კი მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქალაქეებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების საშუალებას სახელმწიფო არავის მისცემს.
ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.
EMC-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ინციდენტში 2 ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება — ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა.
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებას მოუწოდებს, არა მხოლოდ ბუკნარის, არამედ დღემდე მომხდარ ყველა ინციდენტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. მათი განცხადებით, ქვეყანას, სადაც ახალგაზრებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 12 იანვარს ბუკნარში ორ თანასოფლელს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მათივე განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაიგეთ მეტი:
-
თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია
გადახედვა
-
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
გადახედვა
-
ნისლი "ცოცხალია" — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ ნისლი "ცოცხალია" — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს
გადახედვა
-
რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება
გადახედვა
-
სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა
გადახედვა
-
ისეთივე არასერიოზულია, როგორიც გერმანიის ელჩი — ირაკლი კობახიძე ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის პროცედურაზე ისეთივე არასერიოზულია, როგორიც გერმანიის ელჩი — ირაკლი კობახიძე ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის პროცედურაზე
გადახედვა
-
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს
გადახედვა
-
პროკურატურა: 7 წლის შვილის მკვლელობაზე დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება პროკურატურა: 7 წლის შვილის მკვლელობაზე დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი" მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
გადახედვა
-
ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
-
სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა
გადახედვა
-
"ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
გადახედვა
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
"იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
გადახედვა
-
რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა
გადახედვა
კომენტარები