დღეს ჩვენ შორის პოლიცია დგას, ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი სირცხვილი — ბუკნარის მკვიდრი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება
სოფელ ბუკნარში დასრულდა შეხვედრა, სადაც მოსახლეობა რელიგიურ ნიადაგზე გაჩენილი კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხმდა. სოფლის მაცხოვრებლებმა თავიანთი პოზიციები გააჟღერეს.
"დღეს ჩვენ შორის პოლიცია დგას. ჩემთვის ყველაზე დიდი სირცხვილი დღეს ესაა", — განაცხადა კაცმა, რომელიც მუსლიმი თემის წარმომადგენელა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მისი ქართველობა ეჭვის ქვეშ დააყენა.
"ქალბატონ მარიკას, ჩემს მასწავლებელს თვალებში ვერ ვუყურებ იმის გამო, რომ თურმე ათი წელი მარიკა მასწავლებელმა, მაპატიე ამას რომ ვამბობ, ტყუილით მაცხოვრა, რომ მე ქართველი არ ვიყავი. არ მინდა დავასახელო ის პირები, ვინც ჩემი ქართველობა ეჭვქვეშ დააყენა.
მე მინდა მარიკა მასწავლებელს ვკითხო, თუ ქართველი არ ვიყავი, ვეფხისტყაოსანს რატომ მიკითხავდი და რატომ მაზეპირებინებდი. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თუ ჩემი ქართველობა ეჭვქვეშ დგას და ვიღაცას თავისი მემატიანე ჰყავს... გიგი კუტუბიძემ, შორენა სირაძემ და მარიკამ მე სხვა ისტორია მასწავლეს და თქვენ თუ სხვა იცით, მითხარით, ბატონო.
აჭარა სამასი წელი იყო და ქართველობა რელიგიის სანაცვლოდ შეგვინახეს და აქამდე მოვედით ქართველებად, ხო? ამ დროს კაცი, რომელიც მეუბნება, რომ ჩემი წინაპარი ქართველი იყო და შენი წინაპარი ქართველი არ იყოო. ჩვენი რვაჯერ აჯანყებული და გადაშენებული აჭარა რომ არის ხომ იცით? ჩვენ რომ თურქებს ვებრძოდით, ერეკლე მეფეც ებრძოდა.
მე რომ მარიკა მასწავლებელმა სკოლიდან გამომიშვა, ქართული პიესა დავდგით აქ, მთავარ როლში მე ვიყავი. მაშინ არ ვიყავი თათარი, მაშინ არ ვიყავი არაქართველი?" — აღნიშნა ბუკნარის მაცხოვრებელმა კაცმა.
მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი 12 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. დაშავებულები კი მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქალაქეებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების საშუალებას სახელმწიფო არავის მისცემს.
ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.
EMC-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ინციდენტში 2 ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება — ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა.
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებას მოუწოდებს, არა მხოლოდ ბუკნარის, არამედ დღემდე მომხდარ ყველა ინციდენტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. მათი განცხადებით, ქვეყანას, სადაც ახალგაზრებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 12 იანვარს ბუკნარში ორ თანასოფლელს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მათივე განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაიგეთ მეტი:
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები