EMC: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამნისტირებულ პირებს ადეკვატური დასაქმების პროგრამები შესთავაზოს
ფოტო: news.umich.edu
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ პირებს, რომელთაც ამნისტიის შესახებ კანონი შეეხოთ, მათი სრულყოფილი რესოციალიზაციის მიზნით, ადეკვატური დასაქმებისა და სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები შესთავაზოს.
"როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივი მუშაობით, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გაიწიოს, რომ ამნისტირებულ მოქალაქეებს ჰქონდეთ საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნების ადეკვატური პირობები, რათა მათი სრულყოფილი რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია საფრთხის ქვეშ არ დადგეს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, EMC ამნისტიის შესახებ კანონს დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობისთვის არასაკმარისი პირობები იყო შექმნილი.
"საწყის ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო სამოქალაქო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში. თუმცა, კანონპროექტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობი იყო, რა კონკრეტული შინაარსი ექნებოდა მას. ხოლო მესამე მოსმენით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე სამოქალაქო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მხარეებს საერთოდ არ მიეცათ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული "სამწუხარო პრეცედენტს" წარმოადგენს კანონშემოქმედებითი საქმიანობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა.
EMC ამნისტიის შინაარსზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში და არც მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებში მკაფიოდ არ ჩანდა, თუ საიდან გამომდინარეობდა კანონის მიღების აუცილებლობა, ამიტომ მათი განცხადებით, ბუნდოვანია, რატომ დადგა აღნიშნული საკითხები დღის წესრიგში არჩევნების შემდეგ.
ორგანიზაციის პოზიციითვე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ პირველად ინიცირებულ რედაქციასთან შედარებით, ამნისტიის ფარგლები გაფართოვდა და დიდწილად მოიცვა ქონებრივი, ეკონომიკური და სხვა ისეთი ქმედებები, სადაც არ იკვეთება არაერთგზის, ორგანიზებული დანაშაულის, ოჯახური ძალადობის თუ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები.
თუმცა EMC-ს განცხადებით, საბოლოოდ დამტკიცებულმა კანონმა სხვადასხვა ფორმით დაფარა ნარკოტიკის მოხმარებასთან და პირადი მოხმარების მიზნით მის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული ქმედებები, ამიტომ, მათი თქმით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამნისტიის კანონი ვერ ჩაითვლება არსებული მიდგომების სრულად დაბალანსებისთვის საკმარის მექანიზმად.
EMC-ის განცხადებითვე, ამნისტიის კანონი სპეციალურ ჰუმანურ მიდგომას ავლენს ქალების მიერ საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკურ საქმიანობასთან და ნარკოტიკთან დაკავშირებით ჩადენილ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ასევე, იმისთვის რომ აღნიშნულ დანაშაულებში მსჯავრდებულ ქალებს მოუხდელი საპატიმრო სასჯელი შეეცვალოთ შინაპატიმრობით, ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილის ყოლა.
"ბავშვთა ინტერესების აღიარება და მისი გათვალისწინება ამნისტიის პროცესში მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორია და მისასალმებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ბუნდოვანია, რა ლოგიკით მოხდა მსჯავრდებულთა დიფერენცირება. ბავშვთა ინტერესებისა და ოჯახის შიგნით ზრუნვის პრაქტიკაში ქალებსა და კაცებს შორის როლების თანასწორი გადანაწილების პრინციპის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორი იქნებოდა, რომ ამ ნაწილში ამნისტიის ადრესატები ქალი და კაცი მსჯავრდებულები თანაბრად ყოფილიყვნენ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ქალ მსჯავრდადებულებთან ერთად, სასჯელი შინაპატიმრობით ეცვლებათ მათ, ვისაც სტუდენტის სტატუსი აქვთ. ამ შემთხვევაშიც, ჰუმანური მიდგომის ერთ-ერთი წინაპირობა სტატუსის შეუჩერებლობაა. EMC განცხადებით, ეს წინაპირობაც უსამართლობის წყარო შეიძლება გახდეს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ სტუდენტს შესაძლოა ობიექტური გარემოების გამო ჰქონდეს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები