ეს მედდა გვაჩვენებს, რას ნიშნავს დღეს პანდემიის წინა ხაზზე ბრძოლა
ფოტო: Twitter
კეტრინმა გასულ მაისს დაამთავრა აშშ-ში მედდის სკოლა და მას შემდეგ აქტიურად უწევს თავისი პროფესიით მუშაობა. მისი სამუშაო რუტინა საავადმყოფოში რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ნაწილია, რის გამოც, როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით პანდემიისას, "ზოგიერთი ცვლა წყნარად და მომაბეზრებლად ნელა შეიძლება გადიოდეს, როცა სხვა დროს 12 საათის განმავლობაში უწყვეტი ქაოსია".
ფოტო: Kathryn
იმის საჩვენებლად, თუ რა მდგომარეობაში უწევს სამედიცინო პერსონალს ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობა, 28 წლის კეტრინმა ტვიტერზე ფოტოები გამოაქვეყნა და ამით სიმბოლურად მიმების გამოწვევას შეუერთდა: "როგორ დაიწყო VS როგორ გრძელდება".
მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელები დაიპყრო: მხოლოდ ტვიტერზე ორიგინალ პოსტს თითქმის მილიონი მოწონება აქვს.
მიუხედავად წარმოუდგენლად მძიმე შრომისა, კეტრინი მაინც ამაყია საკუთარი პროფესიით:
"მიხარია, რომ მედდა ვარ. არ ველოდი, რომ ჩემი საქმიანობის დაწყება პოლიტიზირებული პანდემიისას მომიწევდა, მაგრამ ახლაც კი არ ვნანობ ამას და სხვა არც არაფერია, რისი გაკეთებაც მენდომებოდა. ავადმყოფ ადამიანებზე ზრუნვა ჩემთვის პატივია და პაციენტებს განძივით ვუფრთხილდები", — წერს ის.
ფოტო: Kathryn / Twitter
ფიზიკურ შრომასთან ერთად, კეტრინი იმ ემოციურ სირთულეებზეც საუბრობს, რომელთა გადალახვაც ყოველდღიურად უწევს:
"გამანადგურებელი იმის ყურება, თუ როგორ იღუპებიან ადამიანები იმის გამო, რისი არიდებაც შესაძლებელი იყო და კიდევ უფრო შემზარავია იმის ყურება, თუ როგორ იღუპება ამდენი ხნის განმავლობაში ყველა ერთნაირად".
ფოტო: Kathryn / Twitter
"[კოვიდ-19] სასტიკი დაავადებაა და მას ჩემს ყველაზე საშინელ მტერსაც კი არ ვუსურვებდი. გთხოვთ, გაიგეთ, რომ არა მარტო თქვენ თავს, არამედ თქვენ ირგვლივ სხვა უამრავ ადამიანსაც უფრთხილდებით", — წერს კეტრინი.
ფოტო: Kathryn / Twitter
კეტრინმა იმ ისტორიაზეც ისაუბრა, თუ როგორ გადაიღო ინტერნეტში გაპოპულარულებული თავისი "როგორ დაიწყო VS როგორ გრძელდება" ფოტო:
"საკმაოდ დიდი ხნის გატარების შემდეგ კოვიდ-პაციენტების პალატიდან გამოვედი და განცვიფრებული ვიყავი, თუ როგორ გამოვიყურებოდი. ოფლში გაწურული, თმააწეწილი და სახეზე ღრმა და წითელი იარებით აჭრელებული ვიყავი. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ მედდების რეალობა საერთოდ არ ჰგავდა იმას, რაც ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია ხოლმე: სუფთა თეთრ ხალათებში გამოწყობილი მომღიმარი ადამიანები".
ფოტო: Kathryn / Twitter
"ამ გზით მინდოდა ადამიანებს დაენახათ, თუ როგორია პანდემიის ეპიცენტრში პაციენტებზე ზრუნვა, რაც რატომღაც პოლიტიკური მანიპულაციების საგნად გადაიქცა. ჩემი პაციენტები გაცილებით უკეთეს პირობებს იმსახურებენ, ვიდრე ახლა აქვთ. ისინი არ არიან პოლიტიკური პაიკები, უბრალო რიცხვები, ვიღაცის ტყუილების ან შეთქმულების ნაწილები, ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც თქვენ: მათ ჰყავთ ოჯახი, შინაური ცხოვრებელი, ელოდებათ სახლი და სამსახური. ისინი უკეთესს პირობებს იმსახურებენ. ჩვენ ყველანი უკეთეს მდგომარეობას ვიმსახურებთ, ვიდრე აქამდე როგორც უმკლავდებოდნენ პანდემიას", — აგრძელებს ის.
ფოტო: Kathryn
კეტრინის ამ წამოწყებას სხვა მედდებიც გამოეხმაურნენ:
კეტრინმა საბოლოოდ იმ პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელთაც გართულებული მდგომარეობის გამო კლინიკებში უწევთ მკურნალობა და არც ისე იშვიათად მათი სიცოცხლე ფატალურადაც სრულდება და ყველას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა:
"როცა COVID-19-ით კვდები, ეს საავადმყოფოს პალატაში ხდება, სადაც მარტო ხარ. შენ კვდები შენი ოჯახისგან შორს და უცხო ადამიანებით გარემოცული, რომელთაც იმდენი რაღაც აცვიათ, რომ უცხოპლანეტელებს ჰგვანან. ასეთ დროს ადამიანი ნელა და მტკივნეულად კვდება და არცერთ თქვენგანს არ ვუსურვებდი, რომ ამის გამოვლა მოუწიოს".
ფოტო: Twitter
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები