"ბუდა მწვანე იქნებოდა" — დალაი ლამა კლიმატზე ზრუნვისკენ მოგვიწოდებს
ფოტო: ITN
დალაი ლამამ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, სასწრაფო ქმედებები განახორციელონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, და გაგვაფრთხილა, რომ ეკოლოგიური კატასტროფა მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს შეეხება და გაანადგურებს პლანეტას, მათ შორის მის მშობლიურ ტიბეტს.
დალაი ლამას თქმით, ბუდა რომ ახლა თანამედროვე სამყაროში დაბრუნებულიყო, "ბუდა მწვანე იქნებოდა". როგორც დალაი ლამამ 2011 წელს გამოაცხადა, ის პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა ეკოლოგია მისთვის "ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია" და გვაფრთხილებს, რომ "გლობალურმა დათბობამ შეიძლება იმ დონეს მიაღწიოს, რომ მდინარეები დაშრეს".
"გაერომ ამ სფეროში უფრო აქტიური როლი უნდა ითავოს. დიდმა ერებმა ეკოლოგიას მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. იმედი მაქვს, ეს დიდი ერები, რომლებიც უამრავ ფულს ხარჯავენ იარაღებსა და ომებზე, საკუთარ რესურსებს კლიმატის დაცვისკენ მიმართავენ", — თქვა მან.
დალაი ლამას თქმით, ის რომ ახლა პოლიტიკურ პარტიას შეერთებოდა, "მწვანეთა პარტიას შევუერთებოდი. მათი იდეა ძალიან კარგია".
მისი რჩევა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა უფრო რაციონალურად შეხედონ კლიმატის ცვლილებას, ცოტა საეჭვოა, თუმცა ის მისი გამორჩეული იუმორის გრძნობის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ. დალაი ლამა იცინის და გვთავაზობს, რომ ლიდერები ერთ ოთახში უნდა გამოვკეტოთ, ოთახი კი "ნახშირორჟანგით უნდა გავავსოთ, სანამ არ მიხვდებიან, რას ნიშნავს სინამდვილეში კლიმატის ცვლილება". მისი თქმით, "ხალხი, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს, შესაფერისი ჟანგბადის გარეშე" გაიაზრებს, რომ "ეს ძალიან რთულია".
ფოტო: Noemi Cassanelli/AFP/Getty Images
დალაი ლამა ამბობს, რომ ის ხეების ფართომასშტაბიან დარგვას ემხრობა, რათა კლიმატის ცვლილებებს ხელი შეეშალოს. მას ასევე სწამს, რომ მსოფლიოში ხორცის მოხმარება რადიკალურად უნდა შემცირდეს, თუმცა ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 1965 წელს ვეგეტარიანელობა გადაწყვიტა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ექიმებმა ურჩიეს, ცოტა ხორცის მიღება ისევ განეახლებინა.
ლიდერის თქმით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მისი მთავარი პირადი წვლილი არის განათლება და თანაგრძნობის კონცეფციის წინ წამოწევა. ის განსაკუთრებული მოწადინებით 7 მილიარდი ადამიანის ერთიანობაზე საუბრობს: "ზედმეტად დიდ აქცენტს ვაკეთებთ საკუთარ ერზე, საკუთარ რელიგიასა თუ სხვის რელიგიაზე. სინამდვილეში, სწორედ ეს იწვევს ყველა ამ პრობლემას, რადგან განსხვავებული რელიგიები და განსხვავებული ერები ერთმანეთს ებრძვიან. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად ერთიანობა გვჭირდება".
რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, დალაი ლამა ამბობს: "თუკი არსებობს [კორონავირუსის] დაძლევის გზა, სანერვიულო არაფერია. თუკი მისი დაძლევის გზა არ არსებობს, მაშინ ნერვიულობა დიდად არც არაფერში დაგვეხმარება".
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
კომენტარები