არჩევნების მთავარი სამიზნე იყო ლელო, რომელსაც ათიათასობით ხმა დააკლეს — მიქაუტაძე
ფოტო: ლელო
ლელოს ლიდერებმა, გიგლა მიქაუტაძემ, გრიგოლ გეგელიამ და ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართეს. მათ 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს. მათი თქმით, 31 არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
პარტიის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგლა მიქაუტაძის თქმით, ოპოზიცია იბრძვის არა მხოლოდ ახალი არჩევნებისთვის, არამედ სამართლიანი გარემოსთვის, რომელიც ქვეყანაში უნდა შეიქმნას.
"ის, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველასთვის ნათელია. ამ სისტემაში, საერთოდ აზრი ეკარგება არჩევნებს და ჩვენი პროტესტიც ამას უკავშირდება. თუ ეს სისტემა ძირფესვიანად არ შეიცვლება, ყველა შემდეგი არჩევნები, რომელიც ჩატარდება, არ იქნება თავისუფალი. ამ ბუტაფორიულ დემოკრატიას აზრი ეკარგება. ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის. დღეს ასე არ არის, რადგან ამ არჩევნების მთავარი სამიზნე იყო ლელო, რომელსაც ათიათასობით ხმა დააკლეს და დაუწერეს პროცენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს. ჩვენ მივიღეთ იმაზე მეტი ხმა, რასაც საარჩევნო კომისია წერს. მაგალითად, გლდანში ბალანსს ვერ ადგენდნენ მე-17 საარჩევნო უბანზე, სადაც 14 ხმა მივიღე, გადახაზეს 1 და დატოვეს 4 ხმა. ასეთი მაგალითები არის მრავლად. ყველა ოლქში გაყალბდა ხმები. პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს ისე, როგორც ხალხს სურს და არა ისე, როგორც ივანიშვილს. ამიტომ ახალი არჩევნები აუცილებელია", — განაცხადა მიქაუტაძემ.
არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა გრიგოლ გეგელიამაც.
"ეს არის არჩევნების ტოტალურად გაყალბების მცდელობა, რომელიც დასრულდება კრახით, რომელიც აუცილებლად დასრულდება ვადამდელი არჩევნებით, სადაც ხალხი გამოხატავს თავის ნებას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. მანამ, სანამ არ დადგება ის სამართალი, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის.
ვისაუბრებ რუსთავის მაგალითზე, სადაც არჩევნები ჩატარდა სრულიად გაუმჭვირვალედ. წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, შანტაჟს და დაშინებას, რაც გაგრძელდა არჩევნების დღის ჩათვლით. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არის პროგრესისა და განვითარების ინსტრუმენტი, არამედ ის მოიაზრებს დაშინებას და შანტაჟს, რასაც ჩვენ შევცვლით და არჩევნები გახდება ხვალინდელი დღის გარანტი. რუსთავის უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ მუდმივად მიმდინარეობდა სხვადასხვა ზეწოლა. მათ მოუწოდებდნენ, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ ადეკვატური დამკვირვებლები. მათ ლეგიტიმურ საჩივრებს არ იღებდნენ", — ამბობს გეგელია.
გეგელიამ ისაუბრა კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც, მისი ინფორმაციით, რუსთავის ოლქში დაფიქსირდა.
"54-ე უბანზე დილიდანვე ასეთი ფაქტები დაფიქსირდა. 34-ე უბანსაც გავიხსენებ, სადაც კამერა ისე იყო მიმართული, რომ არ აფიქსირებდა მიმდინარე მოვლენებს. მე-9 უბნის წინ მიმდინარეობდა პარტიულ-პოლიტიკური აგიტაცია. 29-ე უბანზე არ აღირიცხებოდნენ არჩევნებზე შემსვლელი ადამიანები. ეს არის იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ხელთ გვაქვს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა აღდგეს", — აცხადებს გეგელია.
ნიკა ჩერქეზიშვილმა განცხადებით, ლელო არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას და თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლებს.
"ყველასთვის ცხადია, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. არ დარჩენილა ოლქი, სადაც ხმები არ გაყალბებულა. კერძოდ, ჩემს რაიონზე, ნაძალადევზე ვისაუბრებ, სადაც პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში 6971 ბიულეტენია ბათილად ცნობილი, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე მოსული ათასობით ადამიანის ხმა გაბათილდა. ამის გარდა, დაკარგულია 670 ბიულეტენი. 103 უბნიდან 35 უბანზე გვაქვს პლუსი და 103 უბნიდან 90 უბანზე გვაქვს მინუსი. ლელო ამ ყველაფერს არ შეეგუება და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ნებასა და ხმას", — აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები