საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მასპინძლობს, რომლის გენერალური მხარდამჭერი თიბისია
ფოტო: თიბისი
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.
აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას უზრუნველყოფს და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.
ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით, საქართველოს გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ამ მხრივ, მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა, კიდევ უფრო ამყარებს იმ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა სტანდარტის დაცვით შეუძლია საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება. ასევე, აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და საზღვრების გახსნისა და პანდემიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხო დანიშნულების ადგილის იმიჯის განმტკიცებას.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართა, რომელში მონაწილეობითაც საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიას - საკუთარი ბიზნეს-ხედვები, პოტენციურ პარტნიორებს კი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.
საინვესტიციო პანელის ფარგლებში, საქართველოში პოსტ-კოვიდური პერიოდის ტენდენციებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, თიბისის გენერალურმა დირექტორმა - ვახტანგ ბუცხრიკიძემაც ისაუბრა.
თიბისის მიმდინარე პორტფელი აღნიშნულ სექტორში 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც ჯამში 1405 სასტუმროს (13 000 ოთახი) აერთიანებს. აქედან 214 სტარტაპ სასტუმროა. თიბისის დაფინანსებული პორტფელის 81% რეგიონებზე მოდის.
"ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. თიბისი საიმედო პარტნიორია აღნიშნული მიმართულების როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი წარმომადგენლების, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. არსებულ რთულ პერიოდში, თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან მათ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება. ტურიზმის სექტორს არაერთი ინიციატივით ვუჭერთ მხარს, მათ შორის პროფესიული განვითარების მიმართულებითაც. თიბისისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა და ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართულობა, რომლის მასპინძლობაც კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობაა ტურისტული მიმართულებით ინვესტორების მოსაზიდად და რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში ირკვევა", — აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას აქტიურად აშუქებენ ისეთი საერთაშორისო მედიასაშუალებები, როგორებიცაა: ნიუ იორკ თაიმსი, ბიბისი თრეველი, ევრონიუსი, ესპანური ფორბსი, EFE News, დიპლომატი, ელ ესპანიოლი და სხვა.
საქართველოს UNWTO-სთან ურთიერთობის წარმატებული ისტორია აქვს. ორგანიზაციამ, საქართველოს აქტიური ჩართულობით, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პანდემიის პირობებში ტურისტულად აქტიურები არიან, გზამკვლევი შეიმუშავა.
UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად, თბილისი შეარჩია, რითიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები