როცა შეურაცხმყოფენ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ვარ სასამართლოს ნაწილი — მერაბ გაბინაშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი ამბობს, რომ მოსამართლის ღირსების შელახვა დაკავშირებულია სასამართლოს ღირსების შელახვასთან. მისივე თქმით, შეურაცხყოფის მიყენებისას სასამართლოსგან თავს განყენებულად არ აყენებს.
"თითოეული მოსამართლის წინააღმდეგ გალაშქრება, თითოეული მოსამართლის მიმართ გამოხატული სიძულვილის ენა შესაძლებელია ძალიან ნეგატიურად აისახოს სასამართლოს კონტექსტზე. ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მძიმე იქნება კორუფციაში დადანაშაულება და ისეთი სახის მტკიცებულებებით მანიპულირება, რომელიც ხელოვნურია და ჩემ გარშემო მყოფ სოციუმს აჯერებს ჩემს არაკეთილსინდისიერებაში. მე ვთვლი, რომ ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც ჩემს პიროვნულ ღირსებასთან, ასევე სასამართლო სისტემის დამოკიდებულებასთან. განყენებულად არ ვაყენებ თავს ასეთი შეურაცხყოფის მიღების დროს. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ვარ სასამართლოს ნაწილი", — აღნიშნა გაბინაშვილმა.
მანამდე გაბინაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას შორის ბალანსი გავლებული უნდა იყოს:
"მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, აქ ინფორმაციის გადაცემის სტანდარტებთან გვაქვს საქმე. მედია ასრულებს თავის ფუნქციას, უნდა გადასცეს ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ ევროპული სასამართლოს პრეცედენტები აწესებს დასაშვები კომენტარის სტანდარტს და ამბობს, რომ ინფორმაციის გადაცემამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას სხვა ღირებულების დარღვევას, როგორიცაა სასამართლოს ავტორიტეტი, სხვისი ღირსება".
უზენაესის მოსამართლეების კანდიდატებთან პარლამენტში გასაუბრება 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თითოეულ კანდიდატთან. ამ ეტაპზე მოსამართლეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
20-კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში აღმოჩნდა ის ხუთი "სადავო" მოსამართლე, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში განხეთქილების, არასამთავრობოებში კი პროტესტის მიზეზი გახდა.
ვინ არის მერაბ გაბინაშვილი
მერაბ გაბინაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2006-2012 წლებში იგი მოსამართლედ მუშაობდა გორისა და ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2019 წლის 2 ივლისს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა განიხილა პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას საქმე და საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარსებული აღკვეთი ღონისძიება, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო და დამატებითი შეზღუდვები, ძალაში დატოვა.
მერაბ გაბინაშვილი 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გამჟღავნდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები.
ფონდის ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ მერაბ გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანისა და დაწინაურების მექანიზმი. მოსამართლე გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში საბჭომ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძისა (3 წლის ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად გამწესებას.
ამავე თემაზე:
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
კომენტარები