საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის პასუხები საერთო ეგზიტპოლებთან დაკავშირებით
ფოტო: თამუნა გეგიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია წარმოების დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე, საერთო ეგზიტპოლებთან დაკავშირებული კრიტიკის მოსმენის შემდეგ, აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას.
მისი განცხადებით ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უსაფუძვლოა. მან აღნიშნა, რომ თი-ენ-ესი კვალიფიცირებული ორგანიზაციაა, რომელსაც საერთაშორისო დონეზე არაერთი პოლიტიკური კვლევა აქვს ჩატარებული და არასდროს ჰქონიათ შეცდომა ციფრებთან მიმართებაში.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოთქვა სურვილი კომერციულ ტელეკომპანიებთან ერთად კვლევა ჩაეტარებინა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს თავი შეეკავებინა ისეთი პროექტების განხორციელებისგან, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც მაუწყებელმა გადაწყვიტა საერთო ეგზიტპოლის ჩატარება. მან აღნიშნა, რომ არჩევნების დღე ტელევიზიისთვის მნიშვნელოვანი დღეა და მაუწყებელმა გამოიყენა შანსი იაფად, თანხის დაზოგვით მიეღო კვალიფიციური ციფრები და გაეკეთებინა კარგი, რეიტინგული გადაცემები.
კითხვაზე, თუ რა გარანტია აქვს მაუწყებელს, რომ მაყურებელი ამ კვლევას მათ გადაცემაში იხილავს და არა იმ ტელევიზიებში, რომელთაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, სერგი გვარჯალაძემ უპასუხა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ეს თემა დაბალანსებულად, ხარისხიანად და სიღრმისეულად გააშუქონ და ამით მიიღონ გარანტია, რომ მაყურებელი ეყოლებათ:
"კვლევის მონაწილე სხვა კომერციული არხები სხვა ასპექტებზე გააკეთებენ აქცენტს. ჩვენი აქცენტი კი გაკეთდება იმაზე, რომ სიღრმისეულად მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია"
ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს არ იქნება ექსკლუზივი და კომერციულ ტელევიზიებთან ერთად ჩატარებული ეგზიტპოლი დააზიანებს მაყურებლის ნდობას. მათ აღნიშნეს, რომ არ შეაქვთ ეჭვი კვლევის შედეგების სანდოობაში, მაგრამ ეს თანხა არამიზნობრივად დახარჯულად მიაჩნიათ.
"როცა რვაზე ქრონიკაც გავა და მოამბეც, რა თქმა უნდა, ძირითადი მაყურებელი ეყოლება ქრონიკას. ეს ფული იქნება აბსოლუტურად უქმად დახარჯული. ამავდროულად იქნება იმიჯისთვის საზიანო და ჩვენ ნეიტრალური სივრცის პერსპექტივას მოვუსპობთ საზოგადოებრივ მაუწყებელს".
პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით მაუწყებლის მენეჯმენტისგან უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს თანხა ახალი ნიუსრუმის მშენებლობას მოხმარებოდა.
პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით მაუწყებლის მენეჯმენტისგან უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს თანხა ახალი ნიუსრუმის მშენებლობას მოხმარებოდა.
ეგზიტპოლებს კვლევითი კომპანიები თი-ენ-ესი და გორბი ატარებს. 4 მაუწყებლის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, 8 ოქტომბერს, 8 საათზე, არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.
დღეს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომითი გარემოს კვლევის შედეგები წარადგინა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საზმაუს მენეჯმენტის და პროფკავშირის წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციულ ტელეკომპანიებთან იმედი, მაესტრო და GDS საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარება გამოიკვეთა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა

კომენტარები