გიორგი მარგველაშვილი

16 Jan. 2018, 23:31

გირგვლიანის საქმეზე წელში გამართული კი არ ვართ, არამედ ვართ კომიკურ მდგომარეობაში, რომ პრეზიდენტს წარვუდგენთ ბრალს იმაზე, რაზეც იურიდიულად ბრალის წარდგენა არ არის შესაძლებელი და ამ დროს, მე რას ვგრძნობ? მე ვგრძნობ, რომ სააკაშვილმა მაჯობა ამ პროცესში, მისმა სისტემამ მაჯობა, იმიტომ, რომ ის პროკურორები და ის მოსამართლეები, რომლებიც მისი ლოგიკით და მისი აზროვნებით არიან, დღეს გირგვლიანის საქმეზე ისეთ განაჩენს დაგიდებენ, რაც შენ იმ პერიოდის ბრძოლას გახდის კომიკურს. მე არ მჯერა, რომ სააკაშვილი ამ შემთხვევაში არის მსხვერპლი. ეს არის მისი სისტემის, მისი ლოგიკის, აზროვნების დიალოგი. შეწყალება არ არის სამართლებრივი აქტის გასწორების მექანიზმი. შეწყალება არის ადამიანის მიმართ ლმობიერების გამოჩენის. ვის მიმართ გამოვიჩინო ლმობიერება, ვისმა სისტემამაც მოკლა გირგვლიანი, დამალა დანაშაული, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში? და ეს ყველაფერი დაუბრუნა საქართველოს სტრასბურგმა.  

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…