ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
2026 წლის 30 სექტემბერს "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა თავისუფლებისთვის" საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისში ოფისი დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.
ფონდის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ის "გარდაუვალი გახდა".
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი დახურვის მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ საგრანტო პირობებს და მათი დაფინანსების განაცხადის უარყოფას ასახელებს.
"საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ფონდს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს. წელს ჩვენმა ფონდმა "გრანტების შესახებ" ახალი კანონის ფარგლებში განაცხადი წარადგინა, რათა პროექტების დაფინანსება და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა. საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაჰქვემდებარებოდა და ყველა საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი ნებართვები დასჭირვებოდა. ეს პირობები, თავისი არსით, ლიბერალური ფონდისთვის აუცილებელ თავისუფლებას ზღუდავს. ამის მიუხედავად, განაცხადში ყველა შესაძლო გზა განვიხილეთ, რათა საქართველოში საქმიანობის გაგრძელებისა და იმ ადამიანების მხარდაჭერის შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მუშაობენ. თუმცა ჩვენი განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყვეს. შესაბამისად, ვეღარ ვხედავთ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება.
ჩვენი ფონდი საქართველოში 2002 წლიდან საქმიანობდა. ამ პერიოდში აქტიურად ვთანამშრომლობდით მრავალ პარტნიორ ორგანიზაციასა და ლიბერალურ მიმართულებასთან დაკავშირებულ პირებთან — თავისუფალი საზოგადოების, საქართველოს ევროპული მომავლისა და საზოგადოებებს შორის მჭიდრო დიალოგის ხელშეწყობისთვის. დიდი ხნის განმავლობაში საქართველო იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლო იყო.
ჩვენ კვლავ დავუჭერთ მხარს ყველა ქართველს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგისთვის იბრძვის. მათ ხმას საზღვარგარეთ გავაგონებთ და მხარს დავუჭერთ თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის მუშაობაში.
მადლობას ვუხდით ჩვენს თანამშრომლებს, ყველა პარტნიორსა და მეგობარს, რომლებმაც ჩვენი საქმიანობა შესაძლებელი გახადეს. ბოლო წლებში ბევრ მათგანს სულ უფრო ხშირად უწევდა პირადი რისკების გაწევა, როდესაც ისინი საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი წესრიგის დასაცავად გამოდიოდნენ. შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს", — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბრიდან ქვეყანაში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმაც.
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
კომენტარები