ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება ან ახალი უნარების შეძენა სურთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი სტიპენდიატებს ავლენს და მათ სწავლას სრულად უფინანსებს.
პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ნათია მახარაშვილია.
ნათია მახარაშვილისთვის პროფესიის შეცვლა მხოლოდ კარიერული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ის ეძებდა საქმეს, რომელიც მისთვის არა მხოლოდ პროფესია, თვითგამოხატვის საშუალება გახდებოდა.
"ჩემს ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როდესაც მივხვდი, რომ მჭირდებოდა საქმე, რომელიც არა მხოლოდ პროფესია, არამედ ჩემი შინაგანი თერაპია, სიმშვიდისა და თვითგამოხატვის წყარო გახდებოდა. რთულ პერიოდში სწორედ კულინარია აღმოჩნდა ის სფერო, რომელმაც ენერგია და ახალი საწყისის ძალა მომცა", — ამბობს ნათია.
ახალი გზის არჩევას კი საკუთარი თავისთვის ახალი შანსის მიცემის გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად. საბოლოო თავდაჯერება და გამბედაობა კი საქართველოს ბანკის სტიპენდიამ მისცა — იმან, რომ სხვებმაც დაინახეს და ირწმუნეს მისი შესაძლებლობები.
დღეს ნათია საქართველოს კულინარიის აკადემიაში მზარეულის კურსზე სწავლობს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სასწავლო პროცესის მაღალი აკადემიური სტანდარტი და დისციპლინა.
"ეს არის საკმაოდ დატვირთული, სიღრმისეული კურსი, სადაც ყოველდღიურად ვრწმუნდები ამ პროფესიის უსაზღვრო შესაძლებლობებში", — აღნიშნავს ის.
სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეხმარება. ნათიას თქმით, მან ისწავლა საქმის სწორად დაგეგმვა და კონცენტრაცია მაშინაც კი, როცა ბევრი რამ ერთდროულად ხდება. მისთვის ეს ის თვისებებია, რომლებიც ნებისმიერ საქმეში და ყოველდღიურ რიტმში საჭიროა.
ნათია მიიჩნევს, რომ კულინარიის სწავლამ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებაში უდიდესი როლი ითამაშა. როგორც აღნიშნავს, ფიქრობს, რომ პროგრამა გადამწყვეტ გავლენას მოახდენს მის კარიერაზე.
"ეს პროგრამა მომცემს იმ ცოდნას, რაც საკუთარი თავის რეალიზებაში დამეხმარება", — ამბობს ნათია.
ახლა მისი უახლოესი მიზანია, მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები მაქსიმალურად ეფექტურად გარდაქმნას რეალურ საქმიანობად, დაიწყოს მუშაობა კულინარიის სფეროში და მუდმივად აიმაღლოს კვალიფიკაცია.
"ჩემი მიზანია დავამტკიცო, რომ საქართველოს ბანკის ეს მხარდაჭერა სრულიად გამართლებული იყო", — აღნიშნავს ნათია.
მისი გამოცდილება ასევე არის გზავნილი მათთვის, ვინც პროფესიის შეცვლაზე ფიქრობს, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ ვერ ბედავს. ნათია მიიჩნევს, რომ ახალი გზის არჩევა ნულიდან დაწყებას არ ნიშნავს.
"მთელი ის გამოცდილება, უნარები და ცოდნა, რაც აქამდე დავაგროვეთ, ახალ ეტაპზეც ჩვენი მთავარი საყრდენია. მთავარია, საკუთარ თავს ვენდოთ და ამ პროცესს შანსი მივცეთ."
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღებას ნათიასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მისთვის ეს შესაძლებლობა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ ნიშნავდა — ეს იყო შანსი, რომელიც ზუსტად იმ მომენტში გამოჩნდა, როცა საკუთარი თავის ხელახლა პოვნა და ახალი ეტაპის დაწყება ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
"ვიცოდი, რამდენად ბევრი აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას და რამხელა კონკურენცია იყო, ამიტომ მადლიერი ვარ საქართველოს ბანკის, საქართველოს კულინარიის აკადემიის გუნდისა და თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩემში ეს პოტენციალი დაინახა და ეს შესაძლებლობა მომცა",— ამბობს ის.
ნათიას ისტორია აჩვენებს, რომ პროფესიული ცვლილება შეიძლება ახალი ეტაპის, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და განვითარების დასაწყისი გახდეს. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა კი იმ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესები და მიზნები რეალურ პროფესიად აქციონ, შეიძინონ ახალი ცოდნა და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.
აღმოაჩინე შენზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები