კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა — ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

წლების განმავლობაში ფონდი საგანმანათლებლო მიმართულებით პროექტებს აფინანსებდა. "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სწორედ იმ სტუდენტებს შორისაა, რომლებმაც ფონდის დახმარებით ევროპაში სწავლა შეძლეს.

კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) თბილისში ოფისი 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ფონდის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი არ ყოფილა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა და სამართლებრივმა პირობებმა აიძულათ.

30 იანვარს NEWS.On.ge დაინტერესდა, ქართული ოცნების რომელი წარმომადგენლები ფინანსდებოდნენ "უცხოური ძალის მიერ". ნიკოლოზ სამხარაძის და სხვა მაღალჩინოსნების ბიოგრაფია და მათი კავშირი უცხოურ დონორებთან იხილეთ აქ.