სუს-მა პანკისისა და ისნის სპეცოპერაციების კავშირის დასადასტურებლად ვიდეო გაასაჯაროვა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის საქმეზე პანკისსა და ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებისა და გარდაცვლილების კავშირის დასადასტურებლად ვიდეომასალა გაასაჯაროვა. პრესკონფერენცია სუს-ში დღეს, 4 იანვარს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გამართა.
სუს-ის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ისნის სპეცოპერაციისას დაკავებული შოაიფ ბორზიევი, ასევე ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე თქვა, რომ გამოძიებით დადგენილია დაკავებულთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებულ სხვა წევრებთან.
უწყების მტკიცებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი რეკვიზიტების გარდა მითითებულია სამი უცხოური საბანკო რეკვიზიტი:
"შოაიპ ბორზიევის დაკავებისას ამოღებული მობილური ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო".
გამოძიების ვერსიით, დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად:
"მან ისინი მანქანით მიიყვანა თურქეთ- საქართველოს საზღვართან. გორნაკაშვილი თბილისშიც ეხმარებოდა ახმეტ ჩატაევს. დადგენილია რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი ბაადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარდოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელონდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებასა და საკვებითა და მობილური ტელეფონებით მომარაგებას".
პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩატარდა. სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ბრალდებული თემირლან მაჩალიკაშვილი თავში დაჭრეს, რომელიც დღემდე საავადმყოფოშია და სამკურნალოდ, მისი ევროპაში გადაყვანის საკითხს განიხილავენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის ევროპაში გადასაყვანად ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს მართავს
პანკისში სპეცოპერაციისას სპეცრაზმის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძება დაიწყო
გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები