Mydoc.ge - ქართული პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დიაგნოზს ონლაინ დაგიდგენთ
თანამედროვე მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო და უფრო იზრდება. მისი დახმარებით, მარტივდება როგორც მკურნალობის, ისე კონსულტაციების გზებიც. ამ ტექნოლოგიაზე შექმნილი სხვადასხვა პლატფორმის დახმარებით, დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელადაც კი შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობაზე წარმოდგენის შექმნა.
Mydoc.ge ჯანდაცვის პირველი ქართული ციფრული პლატფორმაა, რომელიც თქვენ მიერ მითითებულ სიმპტომებზე დაყრდნობით დიაგნოზს დაგისვამთ. პლატფორმა ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებს იყენებს, რათა თქვენ, თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, მაქსიმალურად ზუსტი სურათი შემოგთავაზოთ. ამისათვის სულ რამდენიმე წუთია საჭირო.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Mydoc.ge
ჯანდაცვის ციფრული პლატფორმის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ ის მყისიერ ინფორმაციას გაწვდით თქვენი მდგომარეობის შესახებ. ხშირად, როცა ადამიანი თავს შეუძლოდ გრნობს, ექიმთან წასვლამდე ინფორმაციას ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან ან ნაცნობებისგან იღებს. შედეგად, არასწორად მოიხმარს მედიკამენტებს და თვითმკურნალობის მცდარ გზას ადგება. სწორედ ამგვარი რისკებისგან თავის დასაცავად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმა მაქსიმალურად ზუსტი დიაგნოზის დასმაში დაგეხმარებათ.
პლატფორმის საიდუმლო ისაა, რომ მასში 3500-ზე მეტი სამედიცინო წიგნიდან არის ინფორმაცია ჩატვირთული. საიტზე სიმპტომების მითითების შემდეგ, სპეციალური ალგორითმი მონაცემების გადამუშავებას იწყებს და მიღებულ შედეგს სამედიცინო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციას ადარებს.
ამის შემდეგ, საიტზე ადვილად შეამჩნევთ იმ დაავადებების სიას, რომელიც შეიძლება გჭირდეთ. საიტი მათ რეიტინგებად ყოფს და თითოეულ გამოტანილ დაავადებას პროცენტს ანიჭებს. რაც უფრო მაღალია მიღებული პროცენტი, მით უფრო მეტი შანსია, რომ დიაგნოზი სწორედ ის იყოს. გარდა ამისა, სპეციალური ალგორითმი დაავადებების ერთ მილიონამდე ისტორიას ინახავს, რომელსაც დიაგნოზის დადგენისას იყენებს.
Mydoc.ge-ზე თქვენი სავარაუდო დიაგნოზის დადგენის შემდეგ, საშუალება გეძლევათ აირჩიოთ თქვენი დაავადების მკურნალი ექიმი და საავადმყოფო. ამის საშუალებას საიტის მარტივი კონცეფცია გაძლევთ. საკმარისია აირჩიოთ ექიმის განყოფილება და საიტი თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად, საუკეთესო არჩევანს შემოგთავაზებთ.
საიტზე ჩატარებული ტესტირების შემდეგ, თქვენი ინფორმაცია იმ ექიმისთვისაც ხელმისაწვდომია, რომელთან კონსულტაციასაც გეგმავთ. შედეგად, მოიგებთ დროს და შეამცირებთ რისკებსა და ხარჯებს.
სამომავლოდ, პროექტის ავტორები ფუნქციების დამატებასაც გეგმავენ. მაგალითად, უახლოეს ხანებში შესაძლებელი იქნება ექიმებთან ონლაინ კონსულტაცია, დიაგნოზის დაზუსტება და ა.შ. ასევე, შესაძლოა თქვენი სამედიცინო ისტორიის ინტეგრირებაც მოხერხდეს, რომელზეც ნებისმიერ დროს გექნებათ წვდომა.
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
კომენტარები