ლევან კობიაშვილი

3 Dec. 2017, 19:21

მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სწორედ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაა.

აუცილებელია, შეიცვალოს სტერეოტიპული შეხედულებები გენდერულ როლებზე, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ ქალის ფუნქცია მხოლოდ შვილების მოვლა დააღზრდა და საშინაო საქმეების გაძღოლაა, ხოლო კაცის - მხოლოდ ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა.

ჩემთვის მთავარი მონაპოვარი და ღირებულება ის თანასწორობაა, რომელიც ჩემს ოჯახში არსებობს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვები ჯანსაღ გარემოშიგაიზარდონ,განვითარდნენ. მე, რო გორც მამას, როგორც მეუღლეს, მი მაჩნია, რომ ზრუნვას სქესი არ ა ქვს.

ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, რო დესაც ჩემს უმცროს შვილს, რომელ იც განსაკუთრებითმელოდება, ზღაპ არს ვუყვები და მაშინაც, როცა უფროსთან ერთად მის სამომავლო გე გმებზე ვსაუბრობთ.

გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მიმაჩნია რომ ამ საკითხის შესახებ დისკუსიაში აუცილებლად მეტი მამაკაციუნდა ჩაერთოს და სწორედ ამ მოსაზრებით ვარ გაეროს მოსახლეობის ფონდის ეგიდით მიმდინარე კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილე, რომელიც ოჯახისკეთილდღეობისათვის ზრუნვაში მამაკაცებისა და ქალების თანასწორ ჩართულობას გულისხმობს და კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ, ყველას, თანაბარი უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საუბარში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: მოგვიყევი შენს სამსახურზე და გეტყვით, რა მდგომარეობაში ხარ
  2. ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული სიმღერები მაისზე?
  3. ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
  4. 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
  5. მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედა AMBEBI.GE-თან ჰყვება, თუ როგორ მოიპოვა ტელეკომპანია…