სანდრო სულაქველიძე

1 Dec. 2017, 14:04

მთავარი ფუძემდებელი ბედნიერი თანაცხოვრებისა ოჯახში არის ურთიერთშეთანხმება და პატივისცემა. ნებისმიერი გადანაწილება, მოვალეობების თუ პასუხისმგებლობის, სწორია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ორივე მხარის თავისუფალი და შეთანხმებული არჩევანია.
სხვანაირად ვერ იქმნება ბედნიერი ოჯახი. ძალადობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, გაბრწყინებულ მომავალს თუ ველით, ჩვენს შვილებს ყველანაირი სტრესი უნდა ავარიდოთ, მითუმეტეს, გენდერული ნიშნით ძალადობის მაგალითები.
ოჯახების ყოველდღიურობაში კაცების მეტი ჩართულობით ვინმეს რამეს კი არ ვუმტკიცებთ, უბრალოდ, მართლა ოჯახის ნაწილი ვართ და არა განყენებული სუბიექტი. 
გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვა არის გზა ბედნიერი ცხოვრებისკენ და ჩვენი "კაცური" კომპლექსებისგან გათავისუფლებისკენ.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
  2. ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
  3. ქვიზი: რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
  4. კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
  5. ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა

ქალი ხართ და გგონიათ, მხოლოდ თქვენ გიხდიან კაცებზე ნაკლებს? ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ამაშიც თანაგიგრძნობდათ:…