გიორგი ისაკაძე

30 Nov. 2017, 15:08

წუთს ან წამს არ ვტოვებ თვისუფალს, რომ შვილებთან, მეუღლესთან და ოჯახთან ერთად არ გავატარო. ყველაზე სამწუხაროა, რომ ეს დრო ყოველთვის დეფიციტშია და ამის აღნიშვნა მიწევს. შვილების აღზრდა როდის აქეთ გახდა მხოლოდ დედის დისკრეცია, ვერ გეტყვით, ეტყობა რაღაც ძველთან და სტერეოტიპულთან გვაქვს საქმე, ან იმ ხანაში ჩავრჩით,როცა მამრები სადავლზე ან ნადირობით დაკავდებოდნენ, ოჯახი რომ გამოეკვებათ.

ყველაზე დიდი კვება და ჟანგბადი რაც კაცმა შეიძლება მისცეს ოჯახს და შვილებს, არის სწორედ მათთან ერთად ყოფნა, აქტიური კონტაქტი, ურთიერთობა. ჩემს ოჯახს და შვილებს ყოველდღიურად გადავცემ მთავარს, რომ არ გაიმეორონ ის შეცდომები, რაც დავუშვი მე, ოჯახის სხვა წევრებმა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა. რა კორექტივები უნდა შევიტანოთ ყოველდღიურობაში და ერთად ყოფნაში, რომ ვიყოთ უკეთესი შვილები, მეგობრები, ნათესავები, უბრალო მოქალაქეები და ადამიანები. მე მათთან ერთად ვიზრდები და ვცდილობ, მათთან ერთად გავხდე უკეთესი. და ალბათ განათლება, ეს არის მთავარი, რაშიც არასდროს არაფერს დავიშურებ.

მიხარია, რომ ოჯახში ბუნებრივად და მხოლოდ თავისუფალი დროის რეჟიმით გვაქვს გადანაწილებული საქმეები და არც ეს მიმაჩნია განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გაიცანით ბიჭი, რომელმაც ოჯახის გადასარჩენად 4 საათი აღელვებულ ზღვაში იცურა
  2. ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)
  3. ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ
  4. ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
  5. ნახეთ: ეშმაკს აცვია პრადა 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"რუსთავი აზოტის“ გაფიცულ თანამშრომლებსა და საწარმოს შორის შეთანხმება შედგა

"რუსთავი აზოტის" გაფიცული თანამშრომელი ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დასაქმებულებსა და "ინდორამა რუსთავი…