TV პირველი: სპეცოპერაციის დროს დაკავებული საედ დუდაევია
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
TV პირველის თქმით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული საედ დუდაევია. ამის შესახებ ინფორმაცია მათ სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა:
"საედი დუდაევის საქმე არის შემოსული. დუდაევის საქმე არის ჩვენთან ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით".
კითხვაზე ოფიციალური უწყებებისგან განსხვავებით რატომ გადაწყვიტა საკონსტიტუციომ ბრალდებულის ვინაობის გამჟღავნება, მათ თქვეს, რომ სასამართლოს ვინაობა არ გაუმჟღავნებია და ტელევიზიებმა სახელითა და გვარით თვითონ მიმართეს.
ისნის სპეცოპერაციის დროს დაკავებულს, დახურულ სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 24 ნოემბერს შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის თქმით, გადაწყეტილება მათ დღეს, 27 ნოემბერს გაასაჩივრეს.
ტერორიზმში ბრალდებული პირის ვინაობას, მის სახელსა და გვარს არც მისი ადვოკატი და არც პროკურორები ამხელენ. თუმცა ცნობილია მისი ინიციალები - ს.დ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებული პირი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული სუხო დუდაევია.
ომბუდსმენის, უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სპეცოპერაციის დროს დაკავებული მოინახულა. მისი განმარტებით, ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას:
"ის ასევე ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია. მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა".
თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, ერთი კი დაკავებულია. გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები