რა ვიცით და რა არ ვიცით ისნის სპეცოპერაციის შესახებ
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარე სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია.
რა ვიცით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან
- სპეცოპერაციის შედეგად, გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი;
- დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი;
- დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია;
- წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები;
- დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბოლო რამდენიმე კვირა აკვირდებოდა;
- ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით;
- სპეცოპერაციის დაწყების დროს, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობდა სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს;
- ბინების ზარალი ანაზღაურდება.
სხვა წყაროების ინფორმაცია
- სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან;
- სპეცოპერაციის გამო, უსაფრთხოების მიზნით, სამგორის რაიონში მდებარე სამ საბავშვო ბაღში და მიმდებარე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო;
- ბინა, რომელთანაც სპეცოპერაცია ტარდებოდა, პანკისელ მერი ხანგოშვილზეა რეგისტრირებული. რეგინფოს ცნობით, ბინის ფაქტობრივი მფლობელი ასევე პანკიელი თინა გაურგაშვილია, რომელიც რამდენიმე წელია ავსტრიაში ცხოვრობს, ბინის გასაღები კი მის შვილს, ასლანბეგ ჯაბრაილოვს ჰქონდა.
- ნეტგაზეთის ინფორმაციით, ბინა ჯაბრაილოვის ცოლის ძმამ რიზვან გორნაკაშვილმა გააქირავა ერთი თვის წინ. მედიასაშუალება დუისის რწმუნებულზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ გორნაკაშვილი დააკავეს სამართალდამცავებმა, ჯაბრაილოვი კი დაკითხეს.
- კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მას ბინაში გამაგრებულებთან თავდაპირვებლად მოლაპარაკების წარმოების მიზნით დაუკავშირდნენ, თუმცა აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდა სროლის გამო.
- იდიგოვისვე ცნობით, ბინაში იმყოფებოდა 2 ბავშვი, ერთი ქალი და ორი კაცი. ქალმა და ბავშვებმა ბინიდან გაქცევა ღამით მოახერხეს.
- მერია სპეცოპერაციის ადგილზე მცხოვრებ იმ ადამაინებს, ვისი ბინაც დაზიანდა, საცხოვრებლით უზრუნველყოფს;
- ისანში სპეცოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
რა არ ვიცით
- ვინ იყვნენ სავარაუდო დამნაშავეები;
- რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და რატომ უთვალთავლებდნენ მათ სპეცსამსახურები;
- ჰყავდათ თუ არა თანამზრახველები;
- რომელი ქვეყნიდან არიან, როდის და რა გზებით შემოვიდნენ საქართველოში;
- კავშირი ჰქონდათ თუ არა ბინის მეპატრონესთან;
- ჰქონდა თუ არა კავშირი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან;
- შეიარაღების სახეობა, რაოდენობა და წარმომავლობა;
- რატომ გახდა ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარება საჭირო;
-
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა ოჯახი ცხოვრობდა, რა ბედი ეწიათ მათ;
-
მოლაპარაკების დროს რა მოთხოვნები ჰქონდათ სავარაუდო დამნაშავეებს და რატომ ჩაიშალა პროცესი;
-
დილით სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ტარდებოდა, საღამოს კი მხოლოდ დანაშაულებრივ ჯგუფად მოიხსენიეს. რატომ შეცვალეს სავარაუდო დამნაშავეების შესახებ ფორმულირება.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები