გიორგი მარგველაშვილი

21 Nov. 2017, 23:18

ჩამოყალიბებული არ ვარ [მომავალ გეგმებთან დაკავშირებით]. შენი პოზიცია, რასაც პოლიტიკაში დაიჭერ, უნდა იყოს მოთხოვნადი და ადეკვატური ვითარების. ის, რასაც აკეთებ, როგორც პრეზიდენტი, უნდა ხედავდე ამის ფასულობას, მნიშვნელობას და იმ კონტექსტში უნდა ხედავდე, რომელშიც ქვეყანა ვითარდება. როგორი უნდა იყოს პრეზიდენტობა, რაში უნდა გამოიხატებოდეს, რამდენად სჭირდება ეს პრეზიდენტობა საქართველოს და საერთოდ ამის თაობაზე ვარ დღეს სასაუბროდ, თუ რა პოლიტიკურ პროცესში ვმონაწილეობთ. ასე, რომ ბევრი კითხვის ნიშანია ჩემს წინაშე და ამაზე ვფიქრობ, ბუნებრივია, მაგრამ სიმართლე გითხრა, აქ არ არის მარტო იმაზე, შენ რა თანამდებობას დაიკავებ. არასდროს მქონია სურვილი და მისწრაფება, რაიმე თანამდებობა დავიკავო. ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი არ იქნება არც ქართული ოცნების კონტექსტი და არც ის, ოპოზიციას ეს გაუხარდება თუ მოეწონება. ჩემი ამოსავალია, რამდენად სჭირდება ეს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, არცერთ ელიტაზე არ იქნება დაფუძნებული. ბუნებრივია, მე არ გამოვრიცხავ, რომ მეორედ ვიყარო კენჭი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…