ბახვა ბრეგვაძე

26 Nov. 2017, 16:57

გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს ქალის და მამაკაცის თანაბარ წარმოჩენას და მონაწილეობას პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ამ ერთი შეხედვით, ბანალური ჭეშმარიტების ირგვლივ, კითხვის ნიშნების არსებობას კი განაპირობებს გაუნათლებლობა, არასწორი აღზრდა, მავნე სტერეოტიპები და ა.შ. რასაც საბოლოოდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასთან მივყავართ. რისი შედეგიც არის კაცების მიერ ნაცემი თუ მოკლული ქალები, არაჯანსაღი და არასრულფასოვანი ოჯახები... მხოლოდ სუსტი, მშიშარა და მხდალი კაცი ძალადობს ქალზე, რომელსაც ის მისი საკუთრება ჰგონია, ხოლო ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გულგრილია ძალადობის მიმართ, თავად ხდება ძალადობის თანამონაწილე. განვითარებული და გონიერი ადამიანი ცალსახად გმობს ყველანაირ ძალადობას, მეტიც, სახელმწიფოსთან ერთად, ზუსტად ასეთი ადამიანები არიან მსხვერპლის დასაყრდენი. დიახ, ქალი და კაცი თანასწორია. დიახ, კაცი ზუსტად ისე უნდა მონაწილეობდეს ბავშვის აღზრდაში როგორც ქალი. ჩემი დაკავებული მეგობრები და მათი მოუცლელი მეუღლეები, გადასარევად ახერხებენ, რომ თავიანთ შვილებს არ მოაკლონ მზრუნველობა. ერთად ასეირნებენ ბავშვებს, უკითხავენ ზღაპრებს, ეთამაშებიან, უცვლიან ტანსაცმელს, თითონვე უკეთებენ საჭმელს და ა.შ. ყველა ბავშვი უფრო ჯანსაღი, ლაღი, ჭკვიანი და ბედნიერია, როცა მის აღზრდაში დედა და მამა თანაბრად მონაწილეობს. ძალიან მიხარია, რომ ჩემს გარშემო, ჩემს მეგობრებს და თანატოლებს სულ ასეთი ოჯახები აქვთ. როცა საკუთარი ოჯახი მექნება, მე და ჩემი ცოლი საოჯახო საქმეებს იმის მიხედვით გადავინაწილებთ, თუ ვის რა გამოგვდის უკეთესად, ბავშვის აღზრდაში კი ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული და ყველაფერში მონაწილეობის მიღება მომინდება, განსაკუთრებით კი გართობის ნაწილში, ძალიან ბევრს ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, დავხატავთ, პროდუქტების და სათამაშოების საყიდლად ვივლით, წავიკითხავთ და დედას ბევრ სურპრიზსაც მივუწყობთ ხოლმე.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
  2. კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
  3. ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
  4. რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
  5. 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…