ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე პერფორმანსით "შემოდგომის ყვავილები" აღნიშნეს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
10 ნოემბერს, ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე ტრანსგენდერი ქალის მარია კასენკოს პერფორმანსით "შემოდგომის ყვავილები" აღნიშნეს, რომლის ავტორი პოეტი ანდრო დადიანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია მიხვდეს საზოგადოება რას განვიცდით ჩვენ რეალურად და რა ხდებოდა იმ მომენტში, იმ წლებში. ამ პერფორმანსით იმის თქმა გვინდა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული ყველა იმ დამდგარ სიკვდილში, რაც ბოლო წლებში მოხდა. მე პირადად არ მექმნება პრობლემა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობს. ჩემს მეგობრებს ხშირად ექმნებათ პრობლემები. საჭიროდ მივიჩნიე მე მიმეღო მონაწილეობა ამ პერფორმანსში და სხვისი პრობლემები გამომეტანა", - ამბობს მარია კასენკო.
ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბერიანიძე ამბობს, რომ 10 ნოემბრის აღნიშვნა ემსახურება საზოგადოებისთვის ყურადღების მიპყრობას იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ლგბტ თემში, ტრანსგენდერ ადამიანებში, რომლებიც მუდმივად აწყდებიან ძალადობას.
საბი ბერიანის სახელით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ადამიანების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ის სწორედ ამ დღეს, სამი წლის წინ მოკლეს. ერთი წლის შემდეგ, საკუთარ სახლში გაზით გაგუდული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა, 2016 წელს კი ყელი გამოსჭრეს ტრანსგენდერ ქალ ზიზის, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გასული წლის დეკემბერში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთაც შეუფარდა.
ტრანსგენდერი აქტივისტის ნიკოლო ღვინიაშვილის (ბარტის) ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის მხარდაჭერით 2015 წლიდან 10 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალურ დღედ გამოცხადდა.
მსოფლიო უკვე მრავალი წელია 20 ნოემბერს აღნიშნავს ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს - ეს დღე 1999 წელს რიტა ჰესტერის ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა. ჰესტერი ტრანსგენდერი ქალი იყო, რომელიც 1998 წლის 28 ნოემბერს სასტიკად მოკლეს, მისი მკვლელობა კი გამოუძიებელი დარჩა.
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა



კომენტარები