გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, რუსეთი დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით ევროპის დესტაბილიზაციასა და ხალხის დაყოფას ცდილობს. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ქართველებმა კარგად იციან რუსული შეჭრის ტკივილი და ოკუპაცია, ასევე ის, რომ მოსკოვი არა ძალთა ბალანსისკენ, არამედ დამორჩილებისკენ ისწრაფვის.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უფლებას, საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი თავად გააკეთოს.

"რუსეთი ევროპის დესტაბილიზაციასა და ხალხის დაყოფას ცდილობს, დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით. ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და იციან, რომ რუსეთი არა ძალთა ბალანსისკენ, არამედ დამორჩილებისკენ ისწრაფვის. გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უფლებას, საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არჩევანი თავად გააკეთოს. ჩვენ NATO-ს სამოქმედო ჩარჩოს ფარგლებში ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რის მიზანსაც შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება და სამხრეთ კავკასიასა თუ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით წვლილის შეტანა წარმოადგენს", — განაცხადა გერმანიის ელჩმა.