თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
დაპატიმრებული ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი საპატმროდან წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს რომ ციხიდან დედასთან სატელეფონო საუბრის საშუალება არ აქვს. მისივე თქმით, იძულებულს ხდიან, რომ საკუთარი "სისხლით შეაჩეროს სისხლით პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება."
"პენიტენციური კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბრალდებულს ციხეში ყოფნისას უფლება აქვს დედასთან სატელეფონო საუბრის. ამ მუხლის თანახმად ხსენებული უფლება ბრალდებულს, ანუ მე, შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. დიახ, მე თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებელმა 15 სექტემბრის დადგენილებით ამიკრძალეს 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი. დადგენილებაში, დედასთან სატელეფონო საუბრის აკრძალვის მიზანი სიტყვა-სიტყვით ჩაწერეს:
"სატელეფონო ზარის შეზღუდვის საფუძველი: მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის საფრთხე".
სინამდვილეში კი, დასანქიცრებული TV-იმედის შვიდი, პატარა, მშიშარა კაცუნის პატრონებმა ვერ აიტანეს ჩემი მხრიდან უკრაინის გმირი ხალხის აქტიური მხარდაჭერა და ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლების ყოველდღიური გინება ჩემი ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან. შემიკერეს ცრუ ბრალი და გამომკეტეს გლდანის ციხეში. ნახეს, რომ ამით ვერ შემაშინეს და მოიფიქრეს საშინელი ვერაგობა, ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი, 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა.
ადვოკატმა მითხრა, დედას მიუწერია პროკურორისთვის, ჩემი შვილის ხმა გამაგონეთ ისე ნუ მომკლავთო.
32 დღეა, დედას ჩემი ხმა არ გაუგონია. პატიმრობის პირველივე დღიდან ვითხოვ ავადმყოფ დედასთან დარეკვას. 28 სექტემბრიდან შიმშილი დავიწყე ამ მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ამ პატარა , ბოროტ კაცუნებს ჩემი ავადმყოფი დედის წამება სიამოვნებთ, წამებით მიკლავენ დედას.
სხვა გზას აღარ მიტოვებენ, იძულებულს მხდიან სამშაბათს, 6 ოქტომბერს, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება", — წერს ელიზბარაშვილი.
ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ, იარაღს ეძებდნენ. ამას კი წინ უძღოდა რესტორანში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ელიზბარაშვილსა და 7 პირს შორის. პროკურატურის ცნობით, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს.
4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხოველების უფლებადამცველს და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
9 სექტემბერს პატიმრობაში მყოფი ცხოველების უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
- თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
- თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
- პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
- სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
- თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
- თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
- თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
კომენტარები