პარტია დროას ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ მსჯავდებულის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სიმართლეში დარწმუნებულია. მისივე განმარტებით, "დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც" და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით".

"სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს! ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს, რომ:

1. სპეციალურად ეფარებიან კამერას.
2. წინასწარ მოემზადნენ ხელთათმანით და ექიმით.
3. ფორმალურად იქნევენ დეტექტორს.
4. პირველად არ აკეთებენ!

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც" და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. პასუხისმგებლობა როგორც მათ, ისე საკუთარ თავსაც უნდა დავაკისროთ. არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია, ხოლო ჩვენი მთავარი სისუსტე გულგრილობაში.

ჩემი ოჯახი და ჩემი გუნდი პატიმარ დავითაძისა და მისი ოჯახის გვერდით იქნება ბოლომდე!", — დაწერა ხოშტარიამ.

შეაგხსენებთ, პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ციხის სამარტოო საკანში ბადრაგმა მასზე სექსუალურად იძალადეს. აუდიოჩანაწერში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს, პატიმარი ამბობს, რომ "დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს და 10-მა ბადრაგმა თითით გააუპატიურა".