ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იენ ჩენმა შაბათს, 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა. სადემონსტრაციო წვრთნას, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩატარდა, თავად კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რომელმაც ზღვის მიმართულებით 700 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარა. კიმ იენ ჩენის მტკიცებით, რაკეტას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფრენის ორბიტის შეცვლა შეუძლია და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია.

"სამხრეთ კორეამ და იაპონიამ უნდა აღიარონ რაკეტის სიჩქარე, რაკეტას ასევე შეეძლო დაბალ სიმაღლეზე ფრენისას ორბიტის შეცვლა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ამ თავდასხმის თავიდან აცილების არანაირი გზა არ არსებობს", — თქვა კიმ იენ ჩენმა.