ილია მეორე

5 Nov. 2017, 19:07

მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. აი, დღევანდელი სახარება სწორედ გვაფრთხილებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისათვის. თუმცა, მოგეხსენებათ, იყვნენ მეფეები, დედოფალნი, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ, წმინდანები არიან. ასე რომ, სიმდიდრე არის განსაცდელი, რადგან იგი ადამიანს თავდაჯერებულსა და ამპარტავანს ხდის და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს მან.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს და ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება მათ, რომელთა ცხოვრებაც დაკავშირებულია კეთილდღეობასთან. სიმდიდრე თავისთვად არ არის ცოდვა, მაგრამ იგი უნდა გამოყენებული იყოს ცხონებისათვის.

ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი იმის შესახებ, დაეხმარო თუ არა მას. ალბათ, გიფიქრიათ, თუ დავეხმარები შეიძლება ღვინო დალიოს ან არაყი, მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს, ამიტომ შენ შენი საქმე უნდა გააკეთო. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება.

გაჭირვებული ადამიანის დახმარება ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი, ჩვენი ეგოისტური მიდრეკილებები და სიმდიდრე გამოვიყენოთ მოყვასის დასახმარებლად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…