ინტერვიუ ჯულია რობერტსთან შვილების აღზრდაზე, ახალ სერიალზე და 50 წლის იუბილეზე
რამდენიმე დღის წინ, 28 ოქტომბერს, ამერიკელების ყველაზე საყვარელმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა 50 წლის იუბილე აღნიშნა.
მის დაბადების დღეს თითქმის ყველა ამერიკული ჟურნალი თუ გამოცემა გამოეხმაურა. მათ შორის არის Instyle-იც, რომელმაც დეკემბრის თვის მთავარ პერსონაჟად სწორედ რობერტსი აირჩია და მასთან ინტერვიუც ჩაწერა.
გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, რომლის სრული ვერსიაც დეკემბრის თვეში გამოქვეყნდება.
როგორ აღნიშნეთ თქვენი 50 წლის იუბილე?
ყოველთვის მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. 50 წლის აღნიშვნა არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, ვიდრე 49, 48 ან 47. კარგით რა, როდემდე უნდა ვკითხოთ ქალებს ეს? ოდესმე ასეთი კითხვა ბრედ პიტისთვის ან ჯორჯ კლუნისთვის დაუსვამს ვინმეს?
თქვენი ტყუპები ჰეიზელი და ფინი 13 წლის ხდებიან, ჰენრი კი 10-ის. როგორია მათი აღზრა? ისინი თინეიჯერობის ასაკში შედიან
ჩემს შვილებს სრულ თავისულებას ვაძლევ. ძალიან ამაყი ვარ, რომ მათ ადამიანების პატივისცემა და დაფასება იციან. სიამაყით ვივსები ხოლმე, როდესაც სკოლაში მისულს, მათ კრებაზე მასწავლებელი მეუბნება, რომ კარგი შვილები მყავს, ან როდესაც მათი მეგობრის დედა მხვდება და მეუბნება როგორი ზრდილობიანი და კარგად აღზრდილები არიან. რა თქმა უნდა ხანდახან პრობლემები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ამ დროს ყოველთვის ჭრის ლაპარაკი. მათ იციან, რა შეიძლება და რა არა, იციან რომ არასდროს არავინ არ უნდა დაჩაგრონ და ერთადერთი რაც უნდა გასცენ სიყვარულია. ამას მასწავლიდა დედაჩემიც და ვცდილობ, რომ იგივე ვასწავლო მეც ჩემს მშობლებს. შენც [ჟურნალისტს მიმართავს] ინტერვიუს დაწყებამდე ოთახში მათთან ერთად იყავი და პირველი რაც მითხარი ის იყო, რომ ბედნიერი უნდა ვიყო ასეთი შვილებისთვის და ვარ კიდევაც, მიხარია რომ ეს სამი საოცრება მყავს. ერთხელ სახლში დაბრუნებულმა ჰეიზელმა [ჯულიას შვილი] მითხრა, რომ თმა უნდა გადაეპარსა და ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის მიეცა, რომელიც იმ ბავშვებისთვის, ვინც სხვადასხვა დაავადებების გამო თმა დაკარგა, პარიკებს ამზადებს. ხომ წარმოგიდგენიათ 13 წლის გოგოსთვის როგორი რთული იქნებოდა, გრძელი, ქერა თმის გადაპარსვა? მაგრამ მან ეს გააკეთა. ის ძალიან ძლიერი და მამაცი გოგოა.
მალე პირველად გადაგიღებენ სერიალში. რას უნდა ველოდოთ Amazon-ის Homecoming-ისაგან?
Homecoming ფსიქოლოგიური თრილერია, რომელიც პოდკასტების სერიაზე იქნება დაფუძნებული და მიზეზი, რის გამოც ამ შემოთავაზებას დავთანხმდი შინაარსია. არასდროს იცი რა მოხდება შემდეგ, როდესაც ვუსმენდი ჩანაწერს და შემდეგ სცენარს ვკითხულობდი, ჩემთვისაც იმდენად მოულოდნელი რაღაცები ხდებოდა, რომ გაოცებისგან დენს [ჯულიას ქმარი] ვეძახდი და ხმამაღლა ვუკითხავდი. გადაღებებს შემდეგ წელს დავიწყებთ. მგონია, რომ ტელევიზია ახლა სულ სხვა დონეზეა, აქ უამრავ კარგ შოუს შეხვდებით, მაგრამ ჩემთვის სერიალში მონაწილეობა ნამდვილი ექსპერიმენტია, რადგან მე მხოლოდ ის ვიცი როგორ უნდა ვუყურო სერიალს, ჯერ-ჯერობით მათი შექმნა არ მიცდია და ვნახოთ რა გამომივა.
რ.ჯ პალაციოს რომანის, Wonder-ის შესახებაც გვიამბეთ, რომელიც 17 ნოემბერს გამოვა
ეს წიგნი ჩემს შვილებს თავად წავუკითხე. ერთად ვტიროდით და ვიცინოდით, ვმსჯელობდით, განვიხილავდით სხვადასხვა დეტალებს. ძალიან დიდი გავლება მოახდინა ჩემზე და როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ სცენარი მივიღე სწორედ ამ ფილმზე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმედი მაქვს ფილმი მაყურებელსაც მოეწონება, ჩვენ მთელი გული ჩავდეთ. ჯეიკობი, არაჩვეულებრივი ბიჭია და გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი მეოთხე შვილია. კარგი პარტნიორი და ნიჭიერი მსახიობია.
როგორია თქვენი ერთი დღე, როდესაც მხოლოდ სახლში ხართ
ჩემი შვილები ფიქრობენ, რომ არაჩვეულებრივი მზარეული ვარ, შესაბამისად ხშირად მთელ დღეს სამზარეულოში, გემრიელი საჭმელის მომზადებაში ვატარებთ. გვიყვარს როდესაც სტუმრები გვყავს და დიდ, ოჯახურ ვახშამს ვმართავთ. რა თქმა უნდა არ უნდა გამომრჩეს ფეხბურთი, რომელიც ჩემი შვილების საყვარელი სპორტია და ხშირად მათ ვარჯიშებსა და თამაშებსაც ვესწრები. ხო კიდევ, ყოველ ღამე მიწევს ვეხვეწო ამ სამ არაჩვეულებრივ ბავშვს დაიძინონ.
წაიკითხეთ აქვე: 12 მიზეზი, რის გამოც ჯულია რობერტსი ამერიკული კინოს შეუცვლელი ვარსკვლავია
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
კომენტარები