BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
ისრაელის პარლამენტმა ახალი საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, პალესტინელებისთვის, რომლებიც სასიკვდილო ტერორისტულ თავდასხმებში იქნებიან მსჯავრდებულნი, სიკვდილით დაისჯებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კანონი ქნესეთში მესამე მოსმენით 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღეს. კენჭისყრას მხარი დაუჭირა ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.
კანონპროექტის მიხედვით, ისრაელის სამხედრო სასამართლოებში "ტერორისტულ აქტებად" მიჩნეული სასიკვდილო თავდასხმებისთვის მსჯავრდებული პალესტინელები 90 დღის ვადაში ჩამოხრჩობით დაისჯებიან, ხოლო გადავადება მაქსიმუმ 180 დღით იქნება შესაძლებელი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად კანონი ისრაელის მკვიდრ ებრაელებზეც შეიძლება გავრცელდეს, პრაქტიკაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია, ვინაიდან სიკვდილით დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ თავდასხმის მიზანი "ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უარყოფა" იქნება.
კანონის მთავარი ინიციატორი ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი იყო, რომელმაც კენჭისყრის შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა: "ჩვენ შევქმენით ისტორია!!! ჩვენ დავდეთ პირობა და ეს პირობა შევასრულეთ", — აღნიშნულია განცხადებაში.
კანონს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა იაირ გოლანმა კანონი გააკრიტიკა და თქვა, რომ აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა საერთაშორისო სანქციების საწინდარიც გახდეს.
"ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯის კანონი არის ზედმეტი, რომელიც მხოლოდ ბენ-გვირისთვის დამატებითი პოპულარობის მოპოვებას ემსახურება, ის არანაირად შეუწყობს ხელს ისრაელის უსაფრთხოებას", — განაცხადა მან.
აქვე, კენჭისყრის წინ "ღრმა შეშფოთება" გამოთქვეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და განაცხადეს, რომ კანონი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
კანონი დაგმო პალესტინის ავტონომიამაც, რომელთა განცხადებითაც, ის "კანონმდებლობის საფარქვეშ ცდილობს უსამართლო მკვლელობების ლეგიტიმაციას".
ამავე დროს, ისრაელის სამოქალაქო უფლებების ასოციაციამ უკვე მიმართა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, სადაც კანონის კონსტიტუციურობა უნდა განიხილონ.
ისრაელს ისტორიაში მხოლოდ ორი ადამიანი ჰყავს სიკვდილით დასჯილი — მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი ნაცისტი მაღალჩინოსანი ადოლფ აიხმანი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰოლოკოსტის განხორციელებაში.
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
კომენტარები