თეონა ჭალიძე

თეონა ჭალიძე

12 Mar. 2026, 17:44

მივესალმები სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებას, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც საქართველოს პარლამენტს მიმართა.

რამდენიმე თვეა ამ საკითხზე ინტენსიურად ვამახვილებდი ყურადღებას. ჩემს მიერ სახალხო დამცველის აპარატში ჯერ კიდევ 2025 წელს შევიდა განცხადება, სადაც ვითხოვდი საკითხის შესწავლას და ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე წინასწარ პატიმრობაში მყოფ მშობლებთან არასრულწლოვან შვილებითან კომუნიკაციის შეზღუდვების გაუქმებას.

აღსანიშნავია პოლიტპატიმარ ლევან ხაბეიშვილის მაგალითიდან გამომდინარე, მის ოჯახის წევრებთან და უფლებადამცველთან ერთად სახალხო დამცველთან ჩანიშნული შეხვედრა და ოფიციალური მიმართვა, რაც ერთგვარი საფუძველი გახდა ამ საკითხის აქტუალიზაციის. სახელმწიფო ვალდებულია გადაწყვეტილებები მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ლევან ხაბეიშვილთან და სხვა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ბავშვის ინტერესების შეფასების გარეშე დაწესებული ეს შეზღუდვები პრობლემატურია. სახელმწიფოს ევალება დაამტკიცოს, რომ შეზღუდვა ემსახურება ბავშვის ინტერესს და არა ადმინისტრაციულ კომფორტს ან დასჯას. პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ამ [შვილების ნახვის] შეზღუდვის გამოყენება დისკრიმინაციული, პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციულია. სავარაუდოდ ის გამოიყენება ზეწოლის და დასჯის მიზნით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე სახალხო დამცველის მიერ პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის შალვა პაპუაშვილისადმი საკანონმდებლო წინადადებით მიმართვას ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…