შოთა დიღმელაშვილი

16 Oct. 2017, 18:35

გასული წლის განმავლობაში ბიორკზე დასასწრები ფასები ქართულ ექვივალენტში რომ გადავთვალოთ, მინიმალური 200 ლარს ურტყამს, და საშუალო ფასი 1000-ს. ბიორკი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტია. მოდი გადავდოთ ყანწები და ავიღოთ კალკულატორები. ანგარიშგასაწევია, რომ 200 ლარი ყველაზე იაფი ბილეთი ჯდება სტადიონებზე, რომელიც ათობით ათას ადამიანს იტევს. ჩვენი ფილარმონიის ტევადობა 2 500 ადამიანია, ოპერასთან ერთად კი ჯამში 3 000 ადგილზე ვსაუბრობთ. ანუ 3 000-მა ქართველმა უნდა იტვირთოს ის, რაც ათიათასობით ადამიანზე ნაწილდება ევროპებში და მიუხედავად ამისა, ქართული საშუალო ფასი 4-5-ჯერ ჩამოუვარდება ნებისმიერი დასავლეთევროპული ქვეყნისას – იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში მსგავსი კონცერტის ლოჯისტიკა შეუდარებლად იაფი ჯდება, რადგან ბიორკი ერთი ფლეშკის ამარა არ დადის კონცერტებზე.

იდეალურად ორგანიზებული ამ ქვეყნად არაფერია, მაგრამ მგონი ძალიან უსამართლოდ ურტყამთ სოუს და ეძახით ღორს ფესტივალს, რომელმაც ზაფხულში ორი თვის განმავლობაში, კვირაში რამდენიმეჯერ ინტენსივობით, ჯამში ერთი ვიკენდის ფასად გაგულავათ, როცა, როგორც მინიმუმ, ორჯერ ძვირად შეეძლო ყველაფერი გაეყიდა, თვითონაც კარგად იხეირებდა და მაინც იმაზე იაფი დაგიჯდებოდათ თითო ივენთი, ვიდრე 15 ხინკლითა და 2 კათხა ლუდით პახმელიაზე გამოსვლა ბერნარში. არასაქველმოქმედო ფორმატში, საქართველოში ბიორკის საბაზრო ფასი ეგაა და ჰა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
  2. ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
  3. ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
  4. როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
  5. ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა

ცოტა ხნის წინ იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ქალაქში, კუმამოტოში, ასეთ სანახაობას შეესწრებოდით: დამცავი…