ზალიკო უდუმაშვილი

10 Oct. 2017, 16:28

დღეს, რაც აქ ხდება, ასეთი სამარცხვინო რამ არ მინახავს. საკრებულო დაკეტეს. საკრებულო ჩვეულებრივი მაღაზიასავით დაკეტეს. ბოქლომის დაადეს და შიგნით არიან გამოკეტილები და არავის აძლევენ უფლებას, რომ შიგნით შევიდეს. საშვთა ბიურო გააუქმეს, როგორ უწყება. საშვები აღარ გაიცემა. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც ყველგან აქვთ შესვლის უფლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, არ აძლევენ შენობაში შესვლის საშუალებას...

ხომ ხედავთ, როგორი ფორსმაჟორული ტემპით აკეთებენ ყველაფერს. ერთ დღეს არ აგდებენ, რომ რაიმეთი არ აწყენინო თავიანთ ბატონს. ეს მონური მორჩილებაა. ჩვენ დავასრულებთ ფეოდალიზმს. რა იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ 21 ოქტომბრამდე მოიცადონ. თვითონაც არ სჯერათ, რომ 21 ოქტომბრის მერე აქ იქნებიან და ამიტომ ჩქარობენ, რომ ეს გადაწყვეტილება როგორმე სისრულეში მოიყვანონ. ეს არის თბილისელების თავმოყვარეობის საქმე, რომ პუშკინის სკვერი ვიღაცამ არ წაიღოს და გარაჟი არ გაიკეთოს. დიახ, გარაჟს იკეთებს პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი ავტომობილებისთვის. და ის ტყუილები, რომ თითქოს საპარკინგედ კეთდება, ეს მოუყვეს თავის ცხოველებს ზოოპარკში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა

პარლამენტში ქონების გადასახადთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომლის მიხედვითაც, გადასახადის…