კინო რუსთაველის შენობის პირველ სართულზე არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი განთავსდება
კინო რუსთაველის შენობის პირველ სართულზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანია Emaar-ის შვილობილის Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი და შოურუმი განთავსდება განთავსდება. ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვიდან ირკვევა.
Commersant.ge-ს ცნობით, კულტურულის მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 8 აგვისტოს გასცა.
პროექტი ითვალისწინებს ინტერიერისა და ფასადის სარესტავრაციო, სარემონტო სამუშაოებს. არქიტექტურული პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის პირველი სართულისა და ვესტიბიულის ზონაში ნაწილობრივი ფუნქციური ადაპტაცია. ფასადი მოპირკეთდება გრანიტის ქვით და მოიხსნება მინის ვიტრაჟები. რედიზაინი ითვალისწინებს ორფრთიანი "ხის კარების, ვიტრინებისა და ქვის მოპირკეთების აღდგენას".
ამავე დოკუმენტის მიხედვით, შენობის ფასადებს "ჩაუტარდება რესტავრაცია-რეაბილიტაცია და მაქსიმალურად დაუბრუნდება თავდაპირველი სახე".
"რაც ემსახურება ძეგლის პოტენციალის ეტაპობრივ გააქტიურებას და საზოგადოებისათვის მისდამი ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამგვარი გამოყენება ემყარება შენობის ღირებულებითი და ავთენტური მახასიათებლების დაცვის პრინციპებს, რაც გულისხმობს მინიმალურ ფიზიკურ ჩარევას", — ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
მიმდინარე წლის იანვარში ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
მათვე ცნობით, უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება.
"20 ქვეყანაში ვსაქმიანობ და ვხედავ, რომ საქართველოში ყველა მაჩვენებელი კარგია. თქვენი ქვეყანა განსაკუთრებული და გამორჩეული ბრენდია. ჩვენ გვაქვს სპეციალური ფორმულა, რომელიც კარგად ერგება ბათუმს. თუ გადახედავთ ბათუმის ზრდას ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ის ძალიან საინტერესო ცენტრი ხდება. იმედი მაქვს, რომ იმით, რასაც ვაკეთებთ, როგორ ვაშენებთ საცხოვრებელ ცენტრებს, სასტუმროებსა და პარკებს და სხვა, შევძლებთ განსაკუთრებულობა შევმატოთ მას და ნამდვილად მჯერა, რომ ის შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი გახდება", — აღნიშნა Emaar Properties/Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალაბარმა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები