"ოცნების" რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს — თეა მაისურაძე პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ ოცნების ხელისუფლების მიერ მისი კანდიდატურის მოხსნის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ ის მათ დირექტივას არ დაემორჩილა და თანამდებობიდან არ გაათავისუფლა საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთში, თეა მაისურაძე. შეგახსენებთ, რომ თეა მაისურაძემ მანამდე პოზიცია ოცნების მიერ ევროინტეგრაციაზე უარისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის შემდეგ დემარშით დატოვა.
ოცნების ხელისუფლების მიერ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას დღეს თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ოცნების რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს.
"ზურაბ პოლოლიკაშვილი, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ დირექტორად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე, იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში.
ქვეყნები, მსოფლიოს მასშტაბით, უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. აი ამ ყველაფრის ფონზე, ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა.
მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს.
რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს," — წერს თეა მაისურაძე.
15 მაისის ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფორმულას ეთერში აღნიშნულ პოსტზე მისი კანდიდატურის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ოცნების დირექტივის არ შესრულება დაასახელა.
"თეა მაისურაძე, საქართველოს ჩეხეთში ელჩი, ხელშეკრულებით ავიყვანე რამდენიმე თვით, რათა კამპანიაში დახმარებოდა. მდინარაძე რომ სამ თხოვნაზე საუბრობს, ერთ-ერთი მათგანი თეას თანამდებობიდან მოხსნა იყო. მე ავუხსენი, რომ ეს მარტივი პროცესი არ იქნებოდა. ამაზე კი დიდი ისტერიკა ატყდა და ამის გამო, თეამ თავისი ინიციატივით შეწყვიტა მუშაობა. ისინი თეას ფაქტზე ნაწყენები იყვნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ხმების მოგროვებაში საერთოდ არ მეხმარებოდნენ", — განაცხადა პოლოლიკაშვილმა ფორმულას ეთერში.
ის ოცნების მაღალჩინოსნების ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ითხოვს განმარტებას — რა არის ანტისახელმწიფოებრივი მის ქმედებებში, რაც მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი გახდა.
"გაბრაზებულზე არ მინდა ვინმეს კრიტიკა დავიწყო. მე მინდა გავიგო ერთი რაღაცა, რატომ გამოიწვიეს ეს ჩემი კანდიდატურა, რის ფასად და ასე ჩუმად. მე არავინ არ მეტყვის და არც მაქვს ამის ილუზია, მაგრამ მე მაქვს ვალდებულებები მინისტრებთან, ქვეყნებთან. ეს არის ქართული რეპუტაციის დასასრული. მსოფლიო ტურიზმის რუკაზე დაჯდა საქართველო ჩემ გამო. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ნუ მაბრალებენ, რომ ანტისახელმწიფოებრივი თხოვნები ჰქონდათ, რა მთხოვეს და არ გავაკეთე. ეს არის ტყუილი. ძალიან სერიოზული ბრალდება. ვითხოვ და ამიხსნან რა არის ანტისახელმწიფოებრივი ჩემი ქმედება, რომელიც ჩავიდინე", — განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოცნების პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ "მან [ზურაბ პოლოლიკაშვილმა] სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს".
- "ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა" — კობახიძე პოლოლიკაშვილზე
- "ოცნებამ" კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები — მიხეილ ჯანელიძე პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე
- "ოცნებამ" UN Tourism-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა — მიზეზი
- მამუკა ჟღენტი: ივანიშვილის ხუშტურებზეა დამოკიდებული საქართველოს რეპუტაცია
- რატომ მოხსნა "ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა — ირაკლი კობახიძე მიზეზებს განმარტავს
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები