"ოცნებამ" კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები — მიხეილ ჯანელიძე პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოცნების ხელისუფლების მიერ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება.
მისი თქმით, ამ ნაბიჯით ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები. "ასე მივდივართ იმ საოცნებო "სუვერენიტეტთან", რასაც სინამდვილეში, დემოკრატიული საზოგადოებიდან იზოლაცია ჰქვია", — წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში.
"ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა, 2017 წელს, იყო საქართველოს დიდი გამარჯვება. საქართველო, მანამდეც და დღესაც, ძალიან მცირე რაოდენობით და დაბალ პოზიციებზეა წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს კი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე ქართველის არჩევის, რაც აძლიერებდა საქართველოს დიპლომატიურ პოზიციებს. ასევე, რადგან ეს იყო სექტორული საერთაშორისო ორგანიზაცია, და ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელია, დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობასაც ატარებდა, რაც კარგად გამოჩნდა თუნდაც საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებებით.
აღსანიშნავია, ზურაბ პოლოლიკაშვილის, მტკიცე და სწორი პოზიცია რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ.
არჩევნებში გამარჯვება იყო ზურას პირადი დამსახურება და საქართველოს მთავრობის ძალიან აქტიური მხარდამჭერი კამპანიის და დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი. ყველა, პრემიერ მინისტრიდან დაწყებული და სხვა შესაბამისი საჯარო მოხელით დამთავრებული, იყო მაქსიმალურად მობილიზებული ამ შედეგის მისაღწევად. იყო დიდი კონკურენცია, და საქართველოს კანდიდატის ასეთ მაღალ პოზიციაზე არჩევა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო.
ძალიან დასანანია და სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ და ვისმენ ორი დღეა მომდევნო არჩევნებში ზურას კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებთან დაკავშირებით.
— სასაცილოა არგუმენტი, რომ ქართული ოცნება, ამ ნაბიჯით, საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს გაუფრთხილდა. საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება ქართულ ოცნებას ავტორიტარულ რეჟიმად იცნობს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს გინებით უშვებს ქვეყნიდან, და თურმე, ახლა მოუსმინა ელჩების რეკომენდაციას.
— ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ზურას მიერ თეა მაისურაძის კონტრაქტით დანიშვნის გამო ქართული ოცნება განაწყენდა და მის გათავისუფლება მოითხოვა. ესე იგი, თუ რეჟიმის პოზიციას არ ეთანხმები, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის უფლებაც არ გაქვს.
— გაუგონარია, თუ როგორ შეიძლება გაცვალო შენივე დასახელებული კანდიდატი, სხვა ქვეყნის კანდიდატში და თან ასე საჯაროდ. თუ არსებობს შესაბამისი მიზეზი, არსებობს სხვა დიპლომატიური გზებიც ასეთი საკითხების გადასაწყვეტად.
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები. ასე მივდივართ იმ საოცნებო "სუვერენიტეტთან", რასაც სინამდვილეში, დემოკრატიული საზოგადოებიდან იზოლაცია ჰქვია", — წერს მიხეილ ჯანელიძე.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ოცნების ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა და The Diplomat-ის ცნობით, მის ნაცვლად მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს.
გუშინ, 15 მაისს, ოცნების პრემიერმა კობახიძემ განმართა, რომ "მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს". მან დაადასტურა ისიც, რომ აღნიშნულ კანდიდატურაზე არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელს დაუჭერენ მხარს — ჯერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.
ოცნების პრემიერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ კანდიდატის მესამედ წარდგენა "არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული" და ამ გადაწყვეტილების მიზეზი კონკრეტული სახელმწიფოების რეაქციები იყო. მისი თქმით, მათ საქართველოს ელჩების დაბარება დაიწყეს "ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა".
მანამდე ტელეკომპანია ფორმულამ ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი გაავრცელა. სადაც ის წერს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება ოცნებას მასთან არ შეუთანხმებია.
"თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას — მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი," — წერია მის შეტყობინებაში.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები