"ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა" — კობახიძე პოლოლიკაშვილზე
"მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა და დაადასტურა ისიც, რომ აღნიშნულ კანდიდატურაზე არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელს დაუჭერენ მხარს.
მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.
"ისეთი აღქმა აქვს ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება კეთილშობილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას, ვიღაცებს აქვთ ამის აღქმა, რომ შეიძლება თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმას თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება არაფერ კავშირში არ არის არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლის მხარდაჭერასთან, თუ რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად, თუმცა საბოლოო ჯამში, გამოქვეყნდა მესიჯი, რომელმაც ცხადად დაადასტურა ის, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება კანდიდატის გამოწვევის თაობაზე.
ეს კაცი წლის ბოლომდე არის გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. როდესაც ასეთი კაცი, ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი, ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად... პასუხს უნდა იმსახურებდე იმისთვის, რომ შემდეგ მასზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არ განმარტავ უფრო მეტად, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ, წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას", — თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ოცნების ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა.
- "ოცნებამ" UN Tourism-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა — მიზეზი
- რატომ მოხსნა "ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა — ირაკლი კობახიძე მიზეზებს განმარტავს
ოცნების პრემიერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ კანდიდატის მესამედ წარდგენა "არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული" და ამ გადაწყვეტილების მიზეზი კონკრეტული სახელმწიფოების რეაქციები იყო. მისი თქმით, მათ საქართველოს ელჩების დაბარება დაიწყეს "ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა".
მანამდე ტელეკომპანია ფორმულამ ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი გაავრცელა. სადაც ის წერს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება ოცნებას მასთან არ შეუთანხმებია.
"თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.
3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას — მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი," — წერია მის შეტყობინებაში.
14 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში The Diplomat ოცნების მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის მოხსნის სხვა შესაძლო მოტივებზე წერს. მათი თქმით, "გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობდა მთელ პროცესს, რომელმაც შეაჩერა რუსეთის წევრობის შეჩერება აღნიშნულ ორგანიზაციაში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ — ეს იყო თამამი პოზიცია, რომელმაც პრეცედენტი შექმნა გაეროს სისტემაში. მისი ქმედებები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მორალურ პოზიციად იქნა მიჩნეული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი არ დათანხმდა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას". სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ "ამ ნაბიჯმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებაში, რადგან, როგორც ჩანს, ეს საქართველოს სტრატეგიულ გაერთიანებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან".
ცნობისათვის, 2009–2011 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების მინისტრი იყო. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან კი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები