შერგელაშვილი კალაძის პარკირების ინიციატივაზე: ეს არაკომპეტენტურობაა, თუ კიდევ უფრო უარესი?
ფოტო: რადიო თავისუფლება
შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს არაკომპეტენტურს უწოდებს.
შერგელაშვილი პარკირების პრობლემის გადაჭრის კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარკირების ადგილების რაოდენობას თბილისის მერია განსაზღვრავს და არა ოპერატორი კომპანია:
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ორწუთნახევრიან ვიდეომონოლოგში, რომელიც ქალაქში პარკირების პრობლემას შეეხება, იმდენ შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს, რომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ეს არაკომპეტენტურობაა, თუ კიდევ უფრო უარესი?... თუ მერობის კანდიდატისთვის ამის შესახებ ცნობილია, მაშინ გაუგებარია, რა გააკეთა მერიამ ამ წლების განმავლობაში და რატომ არაფერს ამბობს მერობის კანდიდატი თბილისის მერიის როლზე, ქალაქში პარკირების რაოდენობასთან დაკავშირებით?"
შენების მოძრაობის მერობის კანდიდატი აღნიშნას, რომ პარკირებიდან შემოსული თანხების 60% მერიაში მიდის, 40% კი კომპანიას რჩება, ამასთანავე, ჯარიმების გადახდა რეგულირდება კანონმდებლობით და თბილისის მერიის მიერ.
"თუ პარკირების სწორი მოდელი, მისი მერიის ფუნქციებში გადატანაა, რას უპირებს მერობის კანდიდატი სითი პარკს გაურკვეველია. ერთი მხრივ, სხვას პოპულისტებად მოიხსენიებს, ვინც სითი-პარკის გაშვება/ჩანაცვლებაზე საუბრობს და თვითონ, ამის გარეშე მერიაში ამ საკითხის გადატანას როგორ აპირებს, ისევ არაფერს გვეუბნება," - ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.
შერგელაშვილი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ სითი პარკს შესთავაზებენ კონკრეტულ პირობებს, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იქნება როგორც თბილისელებისთვის, ისე კომპანიისთვისაც, თუმცა განცხადებაში არ წერია, კონკრეტულად რა პირობებზეა საუბარი.
"სითი პარკი ან ჩაეწერება ქალაქის სატრანსპორტო განვითარების ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმაში, ან მასთან გავწყვეტთ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, თუნდაც ეს მრავალწლიან საარბიტრაჟო დავასთან და გარკვეულ ფინანსურ რისკებთან იყოს დაკავშირებული," - აცხადებს შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი.
რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქალაქში პარკირების პრობლემის გადაჭრისთვის პარკირების მენეჯმენტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. კალაძის თქმით, წლების წინ გაფორმდა არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც თბილისელებს მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის.
კალაძე, "შეუსწავლელ პოპულისტურ ვერსიას" უწოდებს ახალი კომპანიის შემოსვლასა და ბიუჯეტიდან სხვა კომპანიის გასტუმრებას და ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი უფრო დააწვება მოქალაქეების ჯიბეს.
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
კომენტარები